GCCA-მ ბათუმში თევზით ვაჭრობის  სექტორში მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), ქ. ბათუმში, ე.წ. მელკიმორიის ბაზრობაზე, იმპორტირებული თევზით ვაჭრობის სექტორში, მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, საკითხი ეხება - შპს „პოსეიდონი 2022“-ის მიერ სააგენტოში შემოტანილ საჩივარს კომპანიების შპს ,,გოლდენ ფიშ ბათუმის“ და შპს ,,ზუნდაგის“ მიერ კონკურენციის შესაძლო შემზღუდველ შეთანხმებებს. ასევე, ერთ-ერთი მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას.

„დასაშვებობის შესწავლის ეტაპზე, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის მიზნით, კომპანია - შპს ,,გოლდენ ფიშ ბათუმისგან“ სააგენტომ დოკუმენტაცია გამოითხოვა, რაც სააგენტოში არ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, ეკონომიკურ აგენტს 3 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

კონკურენციის შესაძლო საწინააღმდეგო ქმედებების დადგენის, ფაქტებზე დროული რეაგირებისა და აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელიც საჩივარში დასმულ საკითხებს დეტალურად შეისწავლის.

ინფორმაციისთვის: სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს მოკვლევის დაწყებიდან 6 თვის ვადაში. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა, საქმის შესწავლა 18 თვემდე გაგრძელდეს.

2024 წელს, დასრულდა 2 მოკვლევის საქმე და 4 მიმდინარე რეჟიმშია. საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, 7 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი