საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტის დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტის დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ: სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, სტუდენტები, ასევე, მოწვეული სტუმრები, დარგში მოქმედი კომპანიების ხელმძღვანელი პირები და დარგის სპეციალისტები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა გახსნა.

მისივე ინფორმაციით, კანცლერმა სტუმრებს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო სამშენებლო ფაკულტეტის დეკანს, აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს ფაკულტეტის დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.

როგორც კარლო კოპალიანმა აღნიშნა, სამშენებლო ფაკულტეტი 102 წლისაა და დარგი სახელმწიფოს მიერ დღემდე პრიორიტეტულადაა აღიარებული. კანცლერის თქმით, საუკუნეზე მეტი ისტორიის მანძილზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი მაღალკვალიფიციურ კადრს ამზადებს.

„სამშენებლო ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს ვულოცავ ფაკულტეტის დღეს, წარმატებებს ვუსურვებ კოლეგებსა და ახალგაზრდა თაობას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს კი მადლობას მოვახსენებ ფაკულტეტის დღის დაარსების ინიციატივისთვის. ჩვენ უკვე მეორედ აღვნიშნავთ სამშენებლო ფაკულტეტის დღეს. ამ ერთი წლის განმავლობაში განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა. ფაკულტეტი აქტიურად ემზადება ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს აკრედიტაციისთვის. საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მოსაპოვებლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი ერთდროულად ამზადებს სამოქალაქო ინჟინერიის ქართულენოვან და ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებს. საამაყოა, რომ ფაკულტეტი დღემდე ამზადებს მაღალკვალიფიციურ კადრებს. წარმატებებს ვუსურვებ აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს“, - განაცხადა კარლო კოპალიანმა.

სამშენებლო ფაკულტეტის მენეჯერმა, ზაალ ცინაძემ ფაკულტეტის ისტორია მიმოიხილა და იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა განახორციელეს.

„სამშენებლო ფაკულტეტის აღმასვლა დაიწყო რამდენიმე წლის წინ, იმ პერიოდში, როცა ფაკულტეტის დეკანი ჩვენი რექტორი იყო. სწორედ, აკადემიკოს დავით გურგენიძის დროს ამოქმედდა ან გადაიარაღდა ისეთი მნიშვნელოვანი ლაბორატორიები, როგორიცაა, მშენებლობის სასწავლო, სამეცნიერო, საექსპერტო საგამოცდო, ჰიდროინჟინერიის სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო, გორგიძის სახელობის მექანიკის სასწავლო-სამეცნიერო, წყალმომარაგების, წყალარინების და წყლის გაწმენდის ლაბორატორიები. მადლობას მოვახსენებ მას მხარდაჭერისთვის, რომელსაც სამშენებლო ფაკულტეტის თითოეული მეცნიერი, თანამშრომელი თუ სტუდენტი ყოველთვის გრძნობს. დღეს, სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტები, მათი პედაგოგების, მეცნიერების ხელმძღვანელობით, ახალი კვლევებითა და ახალი მიდგომებით პასუხობენ გამოწვევებს. წარმატებები მინდა ვუსურვო ფაკულტეტს, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და აკადემიურ პერსონალს“, - განაცხადა ზაალ ცინაძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, სამშენებლო ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო სტუდენტურ თვითშემოქმედებას. ახალგაზრდებმა საკონცერტო პროგრამა წარმოადგინეს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს