გიორგი გახარია კითხვაზე, რამდენად განიხილავენ სალომე ზურაბიშვილის პრემიერობას - ჩემი და ჩემი პოლიტიკური გუნდის შეფასებაა, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო და მუშა ვარიანტია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრად სალომე ზურაბიშვილი კანდიდატურა ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია, რომელიც მაგიდაზე განსახილველად აუცილებლად უნდა იყოს.

როგორც გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, საქართველოსთვის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ როგორ გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ამ მიზნის მისაღწევად კი დღევანდელი პრეზიდენტი ყველაზე შესაფერისი ფიგურაა.

„ჩვენი მთავარი პოლიტიკური ხაზი არის, რომ ჩვენ შევქმნათ ისეთი მთავრობა, რომელიც არ იქნება არც „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებადი და არც „ნაციონალური მოძრაობის“ კონტროლირებადი, რომლის მთავარი მანდატი უახლოესი წლების განმავლობაში იქნება ის, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები გახსნას. სალომე ზურაბიშვილი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია მსგავსი ამოცანის მისაღწევად. თვითონ ეს პროცესი, ქარტიიდან დაწყებული და პატრონაჟი, რომელსაც ის უწევს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დაცვას, ის რესურსი, რომელიც მან ამ პროცესში დააგროვა ბოლო რამდენიმე წლის განმავალობაში, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში გამოსაყენებელია“, - განაცხადა გახარიამ.

კითხვაზე, რამდენად განიხილავენ სალომე ზურაბიშვილის პრემიერობას, გახარიამ განაცხადა, ეს ერთ-ერთი საუკეთესო და მუშა ვარიანტია.

„ეს საკითხი განხილვის საგანი არ ყოფილა. მოგეხსენებათ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი. პრეზიდენტის ინსტიტუტს ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით. ასე მარტივად არ ხდება, მისი ნებაც გასათვალისწინებელია. არ ვიცი, მას უნდა თუ არ უნდა, მაგრამ [ოპოზიციაში] ამ იდეაზე მსჯელობა არ ყოფილა. ჩემი და ჩემი პოლიტიკური გუნდის შეფასებაა, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო და მუშა ვარიანტია.

საქართველოსთვის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ ზუსტად წელიწად-ნახევარში როგორ გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან. მთავარი ესაა. ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მიზნის მისაღწევად დღევანდელი პრეზიდენტი ყველაზე შესაფერისი ფიგურაა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია