უკრაინამ და გერმანიამ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

უკრაინამ და გერმანიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებასთან დაკავშირებული ქმედებების შესახებ. ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა გერმანელ კოლეგასთან, ბორის პისტორიუსთან ერთად შესაბამის დოკუმენტს ხელი „დიდი შვიდეულის“ თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე მოაწერა.

დოკუმენტი ითვალისწინებს შეთანხმებებს, რომლითაც ხელმომწერი ქვეყნები შეიტანენ წვლილს ერთობლივ პროექტებში ან დააფინანსებენ საკუთარ პროექტებს, რომლის მიზანი უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაა.

უკრაინის გარდა პროექტს კიდევ ხუთი ხელმომწერი ქვეყანა შეუერთდება: გერმანია, ბელგია, ნორვეგია, ნიდერლანდები და დანია.

უმეროვმა მადლობა გადაუხადა გერმანიას ინიციატივისთვის და ყველა მონაწილე ქვეყანას უკრაინის უსაფრთხოებაში შეტანილი ძლიერი წვლილისთვის.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე