პეტრე ცისკარიშვილი - შსს-ს განცხადებაში საინტერესოა არა კონკრეტულ მუხლებზე აპელირება, არამედ კონტექსტი, თუ რა ვითარებაში მოხდა წყალში მხუთავი აირის გარევა

შსს-ს განცხადებაში საინტერესოა არა კონკრეტულ მუხლებზე აპელირება, არამედ კონტექსტი, თუ რა ვითარებაში მოხდა წყალში მხუთავი აირის გარევა, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა, გაზაფხულზე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, წყლის ჭავლში გაზის შერევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას დავალება ჰქონდა, რომ კრემლის მითითებები შეესრულებინა, რათა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუციები აღმოეფხვრათ.

„შსს-ს განცხადებაში ამ მუხლებზე აპელირება კი არ არის საინტერესო, არამედ კონტექსტი, თუ რა ვითარებაში მოხდა წყალში მხუთავი აირის გარევა. ქართული საზოგადოება, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, რომელიც იბრძოდა ორთვენახევრის განმავლობაში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების სადარაჯოზე რუსთაველის გამზირზე იდგა ასიათასობით ჩვენი მოქალაქე, მთელი გაზაფხულის განმავლობაში და სწორედ აი ამ ხალხზე მიუშვა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა წყლის ჭავლითა და მხუთავი აირით და ცალკეულ შემთხვევაში, დაუშინა რეზინის ტყვიები. იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ დავალება, შეესრულებინათ კრემლის მითითებები, მიეღოთ „რუსული კანონი“, აღმოეფხვრათ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუციები, მოესპოთ ისინი, რათა თვითონ ძალაუფლებას ჩაებღაუჭონ და მუდმივად მართონ ეს ქვეყანა და მეორე მხარეს იდგა ახალგაზრდობა და ქართველი ხალხი, რომელიც ცდილობდა, ეს არ დაეშვა. ახლა მივედით იმ საკვანძო მომენტამდე, როდესაც ჩვენ ყველამ შაბათს, მშვიდად, უბნებზე მისვლით, ჩვენი მკაფიო გადაწყვეტილებით, ჩვენი ერთიანობით უნდა დავუსვათ წერტილი ამ რეჟიმის ბოროტმოქმედებას", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც მის საფუძველზე გამოცემული არც ერთი მოქმედი სამართლებრივი აქტი არ კრძალავს წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად, ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას.

ამით სამინისტრო გამოეხმაურა ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც შეეხებოდა, მიმდინარე წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სპეციალური საშუალებების კანონდარღვევით გამოყენების ფაქტს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში