ანა დოლიძე წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე წინასაარჩევნო კამპანიას თბილისის რაიონში, ისანში განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას ანა დოლიძის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ანა დოლიძემ ამომრჩეველთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ხალხი 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ დამარცხებასა და კოალიციურ მმართველობას ელოდება.

"ხალხი არის ძალიან მოტივირებული, ათობით მოქალაქეს ვესაუბრე და ყველა ელოდება 26 ოქტომბერს, რათა ეს ხელისუფლება გავუშვათ და ქვეყანაში დაიწყოს კოალიციური მმართველობა. დღეს ადამიანებს ადარდებთ გაზრდილი ფასები და სამუშაოების არქონა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღვასრულოთ ქართველი ხალხის ნება, დავიწყოთ სვლა ევროკავშირისკენ და შევქმნათ კეთილდღეობა ხალხისთვის", - განაცხადა ანა დოლიძე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე