14 მილიარდი ევრო, ეს არის კოლოსალური თანხა, რომელიც საქართველოს სწრაფ განვითარებას მოხმარდება. 14 მლრდ ევრო, რომელიც იმ მიმართულებებზე დაიხარჯება, რაც სწრაფად შეცვლის ცხოვრებას უკეთესობისკენ. 14 მლრდ ევროში გათვალისწინებულია წარმოების განვითარება საქართველოში. ყველა რეგიონში საწარმო გაიხსნება , - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარტიის პროგრამის შემაჯამებელი პრეზენტაციისას განაცხადა.
ვაშაძე საუბრისას სამ ძირითად მიმართულებას, საწარმოებს, ინფრასტრუქტურასა და სოფლის მეურნეობას შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში ტექნოლოგიური ცენტრი გახდება, რაც ახალგაზრდებს ნიჭისა და პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს.
“ვიშორებთ ბიძინა ივანიშვილს, ვიწყებთ სწრაფ გაწევრიანებას ევროკავშირში. ევროკავშირი არ არის მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და სუვერენიტეტის გამტკიცების მექანიზმი. ეს არის დიდი ეკონომიკური კეთილდღეობა, რომელიც სულ მალე საქართველოში მოვა და აბსოლუტურად ყველა ოჯახს შეეხება. ევროკავშირი გვეუბნება, მე მინდა საქართველო უსწრაფესად ვიხილო ჩემ წევრად, ვიხილო ჩვენ ოჯახში. წარმოიდგინეთ, 27 ევროპული ქვეყნის ლიდერი ამბობს, რომ საქართველო თანაბარუფლებიანად იყოს წარმოდგენილი ევროკავშირში და იმისათვის, რომ ეს სწრაფად განხორციელდეს მზად არის 14 მლრდ ევრო საქართველოსთვის გამოყოს.
14 მლრდ ევრო, ეს არის კოლოსალური თანხა, რომელიც საქართველოს სწრაფ განვითარებას მოხმარდება. 14 მლრდ ევრო, რომელიც იმ მიმართულებებზე დაიხარჯება, რაც სწრაფად შეცვლის ცხოვრებას უკეთესობისკენ. 14 მლრდ ევროში გათვალისწინებულია წარმოების განვითარება საქართველოში. ყველა რეგიონში საწარმო გაიხსნება.
მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი ეს არის ინფრასტრუქტურის განვითარება. უსწრაფესად დამთავრება ცენტრალური მაგისტრალის, სამხრეთის ახალი მაგისტრალის მშენებლობა. ლაზიკას პორტი, ქუთაისის აეროპორტის განვითარება და გაფართოება, თბილისის აეროპორტის გაფართოება. სწრაფი რკინიგზით ჯერ საქართველოს შიგნით დაქსელვა, შემდგომ უკვე საქართველოს დაკავშირება რეგიონის სხვა დედაქალაქებთან, როგორიც არის ერევანი, ბაქო, ანკარა და სტამბოლი. პირდაპირი ავიაფრენები ევროპის ყველა დედაქალაქში, ასევე პირდაპირი ფრენები ყველა მილიონიან ქალაქში 3 საათიან რადიუსზე. ჩვენ შეგვიძლია ყველა ამ მიმართულების განვითარება, რომელიც ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის.
მესამე მნიშვნელოვანი მიმართულება ეს არის სოფლის მეურნეობა. მილიარდ ევროზე მეტი ჩაიდება ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებაში. საქართველოში არ დარჩება გოჯი მიწა, რომელიც დამუშავებული არ იქნება. რომელიც არ მოიყვანს ქართული მაღალი ხარისხის პროდუქტს, რომლითაც ჩვენ ევროპულ ბაზარზე შევალთ. ყურძნის, თხილის და ყველა იმ პროდუქციის ფასი გაიზრდება, რომელიც საქართველოში არის. ძალიან დიდი უსამართლობაა, როცა საქართველოში წარმოებული ნებისმიერი პროდუქტი ძალიან იაფია იმიტომ, რომ ყველაფერს ფასების მაფია აზის, ხოლო რაც იმპორტირებულია უკიდურესად ძვირია. ეს უსამართლობა შეტრიალდება, როგორც კი ჩვენ ევროკავშირში გავწევრიანდებით და ქართული სოფელი აუცილებლად იქნება ძლიერი.
ინვესტიცია ასევე ჩაიდება ახალ ტექნოლოგიებში. საქართველო მთლიანად რეგიონში გახდება ტექნოლოგიური ცენტრი, რაც ახალგაზრდებს მისცემს, საკუთარი ნიჭის, პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობას. ეს არის მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, ყველა რეგიონში იქნება აიტი ქალაქები, ასევე საუნივერსიტეტო ქალაქები, სადაც ევროპული ცოდნა შევა იმისთვის ,რომ ახალგაზრდა თაობას არ მოუწიოს ქვეყნიდან წასვლა, ჰქონდეს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი და დამაგრდეს აქ. 14 მლრდ-ში ასევე გათვალისწინებულია ადამიანური კაპიტალის განვითარება იმისათვის, რომ კვალიფიციური მუშახელი დავახვედროთ ინვესტიციებს, რომლებიც საქართველოში შემოვა. 14 მლრდ ასევე მოგვეხმარება მსხვილი დასავლური ინვესტიციების, კომპანიების საქართველოში შემოყვანაში. ის ბრენდები, რომელიც მაღაზიაში გვხდება ზუსტად 4 წელიწადში მათ პროდუქციასაც დაეწერება, რომ წარმოებულია საქართველოში.
საქართველოში 14 მლრდ-ის დახმარებით გაიხსნება საწარმოები, სადაც ცნობილი ბრენდის პროდუქცია იწარმოება. 14 მლრდ-ში თანხები ცალკე არის გამოყოფილი განათლების მიმართულების განვითარებისთვის.
ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა არის ეკონომიკა, რომელსაც ნებისმიერი ქვეყანა აშენებს.
ამ 14 მლრდ-ში არის თანხები იმისათვის, რომ სასკოლო განათლება განვითარდეს, ასევე უმაღლესი და პროფესიული განათლებაც განვითარდეს. რაც მთავარია, დაიხარჯოს საკმაოდ დიდი თანხები კვლევაში, მეცნიერებაში იმისათვის, რომ ცოდნა ტევადი ეკონომიკა შევქმნათ. 14 მლრდ ევრო მოგვცემს ქართული პოტენციალის სრულად რეალიზების შესაძლებლობას. ეს არის, რაც ევროკავშირს მოაქვს.
ამ ყველაფრის საპირწონედ დგას “ქართული ოცნება”, რომელიც უნდა მოვიშოროთ იმიტომ, რომ არა თუ 14 მლრდ ევრო, არამედ ის, რაც ჩვენ გვაქვს, გვეკუთვნის და რაც ევროკავშირმა გამოყო, იმ თანხებსაც ვკარგავთ. ევროკავშირიდან საქართველოში დახმარება 25%-ით შემცირდა. აშშ ყოველდღიურად წყვეტს პროექტებს საქართველოში. აქედან გამომდინარე ჩვენი არჩევანი არის ძალიან ცხადი, კეთილდღეობა ევროკავშირში, რომელსაც თავისი 14 მლრდ და განვითარება მოჰყვება თუ იზოლაცია სიღატაკეში, რომელიც “ ქართულ ოცნებას” მოაქვს. რეფერენდუმზე არჩევანი ძალიან კონკრეტულია, 5 ნომერი არის სწრაფი განვითარება, სწრაფი ინტეგრაცია და საქართველოსთვის სწრაფი წინსვლა”, - განაცხადა ვაშაძემ.