ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე - საჯაროდ თქვეს, რომ მე ხელოვნურად ვბლოკავ და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა პირადულს ვაყენებ, ამ დროს, პირიქით, მქონდა კომპლექსი, რომ პირადულისთვის ქვეყანა არ დამეზიანებინა და ამიტომაც არ ვხვდებოდი, ახლა ეს მოიხსნა

საერთოდ არ მინდოდა ამ თემაზე შეხება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საჯაროდ თქვეს უკვე, რომ მე ამას ხელოვნურად ვბლოკავ, არ მაქვს სურვილი და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა პირადულს ვაყენებ და ამ დროს, პირიქით მე მგონი, განმარტება უკვე საკმარისი გავაკეთე, პირიქით, მე მქონდა კომპლექსი, რომ პირადულისთვის ქვეყანა არ დავაზიანო და ამიტომაც არ გხვდებოდი. ახლა ეს მოიხსნა , - ამის შესახებ ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, „იმედთან“ ინტერვიუში ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, ინტერვიუში ივანიშვილმა ისაუბრა სინგაპურის სასამარლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე.

„სინგაპურის სასამართლო დასრულდა და ყველაფერი წესრიგშია, აპრილშია ბერმუდას მესამე ინსტანციის სასამართლო და იქ სასამართლო მიდის მხოლოდ იმიტომ, რომ დრო გააჭიანურონ. სასაცილოა, მოსამართლეები გაგიჟებული იყვნენ, რატომ შეიტანეთ სამოქალაქოში. სასამართლო დარბაზში დასაჭერები იყვნენ, როცა დაკითხვაზე იყვნენ, იმდენად ღია, მარტივია ყველაფერი. ახლა აღარ მოვყვები მთელ ისტორიას, ადვოკატებს ბევრი აქვთ ნათქვამი, მაგრამ დაწყებული იქიდან, როგორ იძარცვებოდა ანგარიში და იმის შემდგომ როგორ გრძელდებოდა იქ სხვანაირს ვერაფერს ვერ იტყვი, გარდა იმისა, რომ ეს იყო შანტაჟისთვის გაკეთებული და იყო პირადად ჩემზე“ ,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია