გიორგი ვაშაძე - ბიძინა ივანიშვილის მთელი ინტერვიუ იყო: „გეხვეწებით, ფული მაინც დამიბრუნეთ და ხელისუფლებიდან წავალო“ - რანაირად შეიძლება საჯაროდ ასეთი წუწუნის პირობებში ვინმემ თქვას, რომ მისთვის სანქციები არ იქნება მტკივნეული

ბიძინა ივანიშვილის მთელი ინტერვიუ იყო, „გეხვეწებით, ფული მაინც დამიბრუნეთ და ხელისუფლებიდან წავალო“ - რანაირად შეიძლება საჯაროდ ასეთი წუწუნის პირობებში ვინმემ თქვას, რომ მისთვის სანქციები არ იქნება მტკივნეული, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს ერთადერთი მიზანი იყო, რომ ქონება ბოლომდე არ დაკარგოს.

ვაშაძემ ამერიკის ელჩთან დაანონსებულ შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მთელი ეს ინტერვიუ მიძღვნილი იყო, მარცხის შემდეგ როგორ დაალაგოს ურთიერთობა სხვადასხვა ჯგუფებთან, რომ ქონება როგორმე შეინარჩუნოს“.

„რაღა დროსია [ელჩთან შეხვედრა]. კი დაგეგმილია შეხვედრა. ხელისუფლების გადაბარების შემდეგ იტყვის, რომ მშვიდად წყნარად გამიშვით იქნება ჩემი ფული ცოტა მაინც დამიბრუნოთო. ეს არის მთელი მისი შინაარსი. გუშინდელი ინტერვიუს ერთადერთი მიზანი იყო, რომ ქონება ბოლომდე არ დაკარგოს, თორემ ხელისუფლება რომ დაკარგული აქვს და არჩევნები წაგებული, ეგ უკვე იცის. თავის ფულზე შეყვარებული ადამიანია და ვფიქრობ, რომ ჩვენთან, ამერიკელებთან ყველასთან ფიქრობს, რომ ხელისუფლების გადაბარების პროცესში ივაჭროს თავისი ფულის დაბრუნებაზე. სხვა ამოცანა აღარ აქვს დარჩენილი ივანიშვილს. ზუსტად იცის, რომ მარცხდება. „ქართული ოცნება“ ძალიან ცოტას აიღებს ამ არჩევნებში. მთელი ეს ინტერვიუ მიძღვნილი იყო, მარცხის შემდეგ როგორ დაალაგოს ურთიერთობა სხვადასხვა ჯგუფებთან, რომ ქონება როგორმე შეინარჩუნოს და დაიბრუნოს ფული. მეტი ამოცანა გუშინდელ ინტერვიუს არ ჰქონდა,“ - განაცხადა ვაშაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია