ავსტრიის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება ქვეყნის კანცლერს დაავალა, რომელიც სიდიდით მეორე საპარლამენტო პარტიის ლიდერია

ავსტრიის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება ქვეყნის კანცლერს დაავალა.

29 სექტემბერს გამართულ ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე პოპულისტური „თავისუფლების პარტიის“ გამარჯვების მიუხედავად, ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა მთავრობის ფორმირება „ავსტრიის სახალხო პარტიის“ ლიდერს, ქვეყნის კანცლერს, კარლ ნეჰამერს დაავალა.

ვან დერ ბელენის განცხადებით, „თავისუფლების პარტიის“ ლიდერმა, ჰერბერტ კიკლმა ბოლო ათი დღის განმავლობაში კოალიციური პარტნიორი ვერ იპოვა, რათა ქვეყნის კანცლერი გამხდარიყო.

„აქედან გამომდინარე, მე კარლ ნეჰამერს, სიდიდით მეორე საპარლამენტო პარტიის ლიდერს, ვავალებ, რომ მთავრობა ჩამოაყალიბოს. მას ამის შესახებ დღეს დილით ვაცნობე“, - აცხადებს ავსტრიის პრეზიდენტი.

მისივე თქმით, ნეჰამერმა მთავრობის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებები „სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან“ უნდა დაიწყოს, რომელმაც არჩევნებში მესამე ადგილი დაიკავა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს