ლევან დავითაშვილი - დარწმუნებული ვარ, გაირკვევა, რომ Concentrix Georgia არის კომპანია, რომელიც აკეთებს ღირებულ BPO ბიზნესს და ეს არალეგალური საქმიანობა არ არის

დარწმუნებული ვარ, გაირკვევა, რომ Concentrix Georgia არის კომპანია, რომელიც აკეთებს ღირებულ BPO ბიზნესს და ეს არ არის არალეგალური საქმიანობა, - ასე უპასუხა ვიცე -პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების შესვლას ეხებოდა.

მისივე თქმით, სამართალდამცავების პრეროგატივაა, რომ გაარკვიონ რა ხდება ამ კომპანიასთან დაკავშირებით.

„Concentrix Georgia არის კომპანია, რომელიც მოღვაწეობს BPO (business process outsourcing) სექტორში. დაგეთანხმებით, „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში გვქონდა შესწავლილი ეს სექტორი. ჩავთვალეთ, რომ ეს იყო დასაქმების კარგი წყარო და ავტორიტეტული საერთაშორისო BPO კომპანიების შემოყვანა მოვახერხეთ ქვეყანაში, რომლებმაც, რა თქმა უნდა, დასაქმებას ხელი შეუწყო. თუმცა თქვენ იცით, რომ მეორე მხრივ ასევე აქტუალურია ე.წ. დანაშაულებრივ ქოლცენტრებთან ბრძოლა, რომელსაც სამართალდამცავები აწარმოებენ იმისთვის, რომ ასეთი კრიმინალური საქმიანობა ქვეყანაში არ არსებობდეს. დარწმუნებული ვარ, გაირკვევა, რომ ეს არის კომპანია, რომელიც აკეთებს ღირებულ BPO ბიზნესს და ეს არ არის არალეგალური საქმიანობა. შესაბამისად, სამართალდამცავების პრეროგატივაა, რომ გაარკვიონ რა ხდება ამ კომპანიასთან დაკავშირებით. იგივე შემიძლია გითხრათ სხვა ორგანიზაციებშიც თუ ასეთი ტიპის შემოწმებები ხორციელდება, ბუნებრივია დეტალური ინფორმაცია არ გამაჩნია და ამაზე სამართალდამცავები უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში, ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ. „ფორმულას“ ინფორმაციით, ამ წუთებში, 3 სართულზე მიმდინარეობს ჩხრეკა. ასევე პოლიციამ ჩხრეკა დაასრულა Atlantic Council-ის ოფისში. პარტია „ფედერალისტების“ წევრის, გიორგი ნონიაშვილის განცხადებით, ფინანსური პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკა მის საცხოვრებელ სახლსა და მისი მეუღლის ოფისში Atlantic Council, სავარაუდოდ უკავშირდება ამავე კომპანიის საქმიანობას.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა