ირაკლი კობახიძე ჯეიკ სალივანის განცხადებაზე - საქართველო 3 000-წლიანი ისტორიის მქონე ქვეყანაა და არა თუ დაგირავება უკადრია არავის, არამედ არც ამ ტერმინებით უსაუბრია - საქართველოს ვერასდროს ვერავინ დააგირავებს

საქართველო 3 000-წლიანი ისტორიის მქონე ქვეყანაა და 3 000 წლის მანძილზე ამ ქვეყნის არა თუ დაგირავება უკადრია არავის, არამედ არც ამ ტერმინებით უსაუბრია - მას შემდეგ, რაც არჩევნები გადაივლის და უკრაინაში ომი დასრულდება, აშშ-სთან ურთიერთობები გადაიტვირთება და ვერავინ აკადრებს საქართველოს იმაზე საუბარს, რომ საქართველო პარტიზანულად ტყეში უნდა გავიდეს და გლობალური ინტერესებისათვის იქედან იომოს! - ასე უპასუხა პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველის ჯეიკ სალივანის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ დასმულ კითხვას.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოსთან დაკავშირებით ტერმინის “დაგირავება“ გამოყენება შეურაცხმყოფელია, “ქვეყანა 3 0000 წლის მანძილზე არც არავის დაუგირავებია და ვერ ვერავინ დააგირავებს“.

“საქართველოს ვერასდროს ვერავინ დააგირავებს. ჩვენ 9-წლიანი პერიოდი გვქონდა, როცა საქართველოს აგენტურა მართავდა და ეს ქვეყანა დაგირავებული არც მაშინ იყო. დღეს ქვეყანას ღირსეული ხელისუფლება ჰყავს, რომელიც ამ ქვეყნის მშვიდობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს კბილებით იცავს. რა არჩევანიც 26 ოქტომბერს დაფიქსირდება, ეს იქნება არჩევანი ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის და მშვიდობის სასარგებლოდ - ამ არჩევანს ქართული საზოგადოება 26 ოქტომბერს გააკეთებს...

მე “გლობალური ომის პარტიაზე“ არ ვსაუბრობ, მაგრამ რაც შეეხება აშშ-ს და ევროკავშირს, როგორც კი არჩევნები და უკრაინაში ომი დასრულდება, აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობები გადაიტვირთება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ვფიქრობ, საქართველოში არავის სურს საკუთარი ქვეყნის გირაოთი სხვა ქვეყნისთვის გადაცემა, მათ შორის ჩინეთისთვის“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

“საქართველოს რაც შეეხება, ჩვენ ძალიან ნათლად გავაჟღერეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოს საარჩევნო პროცესთან და დემოკრატიული ინსტიტუტების ტრაექტორიასთან დაკავშირებით და ძალიან შეშფოთებულები ვრჩებით.

საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალი ქართველ ხალხზე უნდა იყოს დამოკიდებული, და ეს თავისუფალი და სამართლიანი პროცესით უნდა წყდებოდეს. ვფიქრობ, საქართველოში არავის არ სურს საკუთარი ქვეყნის გირაოთი სხვა ქვეყნისთვის გადაცემა, მათ შორის ჩინეთისთვის“, - განაცხადა სალივანმა Globalnews.ge-ს შეკითხვაზე პასუხისას.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა