2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პორტალის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პორტალის პრეზენტაცია გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, პრეზენტაციაზე შეკრებილ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მიმართა.

მისი განცხადებით, პორტალი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ერთ სივრცეში გაეცნოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას.

„პორტალი აერთიანებს ისეთ თემებს, როგორიცაა 2024 წლის აღწერის მიზნები, ამოცანები და გამოყენებული მეთოდოლოგია. ასევე ვებ-პლატფორმა მოიცავს კითხვარებს, აღწერის სამართლებრივ საფუძვლებსა და სხვა საკითხებს.

პორტალზე ჩაშენებულია თვითრეგისტრაციის ელექტრონული პლატფორმის ბმული, რომელიც 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში გააქტიურდება. თვირეგისტრაციის მეთოდით, მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, დამოუკიდებლად, ინტერვიუერის გარეშე, შეავსოს აღწერის ელექტრონული კითხვარი მისთვის სასურველ დროსა და სივრცეში. ელექტრონული კითხვარის შევსების შემდეგ მას მიენიჭება სპეციალური კოდი, რომელიც უნდა წარუდგინოს მასთან მისულ საქსტატის ინტერვიუერს.

2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება.

აღწერა ორი ეტაპისგან შედგება: პირველ ეტაპზე, 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მონაცემები შეგროვდება თვითრეგისტრაციის მეთოდით, ხოლო მეორე ეტაპზე, 29 ნოემბრიდან - 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, მონაცემები შეგროვდება „საქსტატის“ ინტერვიუერების მიერ, კარდაკარის პრინციპით, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით.

აღწერის შედეგების საფუძველზე ხელმისაწვდომი იქნება ზუსტი და განახლებული მონაცემები, როგორც მოსახლეობის რაოდენობის, მისი სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობის, სხვადასხვა დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების მიხედვით, ისე შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ, თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებების დონეზე.

მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 10 წელიწადში ერთხელ ტარდება“, - „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ნათქვამია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს