ანა დოლიძე - საჯარო სამსახურის თანამშრომლებს წინასაარჩევნოდ პირადობის მოწმობებს ართმევენ

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, წინასაარჩევნოდ მმართველი პარტია საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს, პირადობის მოწმობების ართმევს. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

მისი შეფასებით, მმართველი პარტიის მხრიდან მსგავს მცდელობებს აზრი არ აქვს, ვინაიდან საზოგადოების დაკვეთასა და ნებას მაინც ვერ შეაჩერებენ.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა კონკრეტული ფაქტები, რომ საჯარო სამსახურის თანამშრომლებს ართმევენ პირადობებს, კონკრეტული სსიპ-ების თანამშრომლებს, იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების თანამშრომლებს და ავტობუსის მძღოლებს. ჩვენ გვინდა გამოვეხმაუროთ ამ ტენდენციას და ვთქვათ შემდეგი. პირველი, სრული მხარდაჭერა გვინდა გამოვუცხადოთ იმ ხალხს, რომელიც განიცდის ამას, ესენი არიან ჩვენი მოქალაქეები, ესენი არიან პატრიოტები, რომლებიც არიან ჩავარდნილი რთულ ვითარებაში. პირველ რიგში მათ ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას.

მთელი კოალიცია ,,ძლიერი საქართველო“ და ოპოზიციური სპექტრი დღეს მათ გვერდით ვართ, იმიტომ, რომ არავის არ აქვს უფლება დედამიწაზე მათ ჩამოართვან კონსტიტუციური უფლება, რომ გააკეთონ არჩევანი და ხმა მისცენ საქართველოს განვითარებას. ასევე მინდა გავაფრთხილო ის მზაკვარი ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს საკუთარი მომავალი შესწირონ ბიძინა ივანიშვილის კომფორტს და ბიძინა ივანიშვილი ქონებას. მე ვიქნები პირადი გარანტი იმისა, რომ ყველა ასეთ ფაქტს გამოვიძიებთ არჩევნების შემდეგ. არჩევნების გამარჯვების შემდეგ ყველა ადამიანს გავაგებინებთ პასუხს, რომელიც ეხმარება იმ მახინჯ სისტემას, რომლის დანერგვაც გვინდა.

არავითარი ეს მცდელობა არ მოიტანს შედეგს, ეს არის ბუზის ბზუილი იმ ნებასთან შედარებით, რომელიც ქართველ ხალხს აქვს. აზრი არ აქვს ამ მცდელობას იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ტალღას ვერ შეაჩერებს ბუზის ბზუილი, ისე ვერ გააჩერებთ თქვენ იმ ენერგიას და იმ ნებას, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ საქართველო გავიყვანოთ ევროპაში და გავიყვანოთ ფონს’’. - განაცხადა ანა დოლიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია