ანა დოლიძე - ჰაერში გამარჯვების სუნი ტრიალებს

ხვალ რუსებს ისეთი გოლი უნდა გავუტანოთ, რომ საქართველოს ისტორიას ახსოვდეს, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე საარჩევნო შტაბში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ანა დოლიძის თქმით, თითოეული ხმა დაცული იქნება და ამომრჩეველს არ უნდა შეეშინდეს ისტორიული არჩევანის გაკეთების.

“სულ რამდენიმე საათი დარჩა ჩვენს გამარჯვებამდე. მადლობა ყველას უპრეცედენტო თავდადებისთვის - დღეს რიგები იყო ტრანსპორტთან იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეები წავიდნენ სახლში ხმის მისაცემად, ჰაერში გამარჯვების სუნი ტრიალებს. ხვალ რუსებს ისეთი გოლი უნდა გავუტანოთ, რომ საქართველოს ისტორიას ახსოვდეს. ხვალ ჩვენ ვიგებთ ომს არა მარტო ”ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, არამედ რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ და ვაჩვენებთ ჩვენს ხასიათს, როგორები ვარ ქართველები. ხვალ ჩვენ ვიგებთ რეფერენდუმს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ევროპული კეთილდღეობისთვის საქართველოში, ჩვენი ბავშვების საუკეთესო მომავლისთვის, უსაფრთხოებისთვის, კვებისთვის, კარგი განათლებისა და ჯანმრთელობისთვის!

ხვალ დილის 08:00 საათზე ისეთი რიგები უნდა იყოს ყველა საარჩევნო უბანთან, რომ მთელს ევროპასა და ამერიკას გაუკვირდეს, როცა გაზეთებს გადაშლიან და ინტერნეტს გახსნიან. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს და თქვენ გქონდეთ ჩვენი იმედი, ჩვენ დავიცავთ თითოეულ ხმას. შტაბიც გვაქვს უზარმაზარი, 6 ათასი დამკვირვებელიც გვყავს, საოლქოს წევრებიც გვყავს. ჩვენ ვიქნებით ქუჩაშიც, შტაბშიც და თქვენი თითოეული ხმა იქნება დაცული, არ შეგეშინდეთ არცერთი წამით საუკუნოვანი ისტორიული არჩევანის გაკეთება ევროპისთვის და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს