კახა კალაძე - ოპოზიციას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს, მოაწყოს გადატრიალება და რევოლუცია - ეს რადიკალური დაჯგუფება დამარცხებულია, თუ კი ვინმე გაბედავს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას, მოჰყვება მკაცრი რეაგირება

თუ კი ვინმე გაბედავს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას, სახელმწიფოს მხრიდან ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში , - ამის შესახებ თბილისის მერმა, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბრიფინგზე ოპოზიციის მხრიდან მოსალოდნელ გადატრიალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე უპასუხა.

კალაძის თქმით, იმისთვის, რომ გადატრიალება მოაწყოს, ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს.

“ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, ოპოზიციას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს იმის, რომ ქვეყანაში მოაწყოს გადატრიალება და რევოლუცია. როდესაც შენ აწყობ გადატრიალებას, უნდა გქონდეს საზოგადოებისა და ხალხის მხარდაჭერა. დღეს ოპოზიცია, ეს რადიკალური დაჯგუფება არის დამარცხებული. თუ კი ვინმე გაბედავს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას, სახელმწიფოს მხრიდან ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში”, - განაცხადა კალაძემ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა