ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსი - ჭეშმარიტი დემოკრატიული პროცესების გარეშე, საქართველო ევროპული გზიდან გადახვევის რისკის წინაშე დგას

ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, თუმცა ძალადობის, ხმების მოსყიდვისა და დაშინების შესახებ ცნობები მიუთითებს იმაზე, რომ ბოლო არჩევნები ამ სტანდარტებს ბევრად ჩამოუვარდება, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს.

„ჭეშმარიტი დემოკრატიული პროცესების გარეშე, საქართველო ევროპული გზიდან გადახვევის რისკის წინაშე დგას. ევროკავშირი სერიოზულად უნდა მოეკიდოს ამ მოვლენებს და მტკიცედ დადგეს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებზე“, - წერს კოლსი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა