მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრი ნებისმიერ არაკანონიერ ქმედებაზე, არავინ არავის აღარ მოეფერება, აქ არის სახელმწიფოებრივი თემა

ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრი ნებისმიერ არაკანონიერ ქმედებაზე იმიტომ, რომ უკან დასახევი გზა არავის აქვს, არავინ არავის აღარ მოეფერება, აქ არის სახელმწიფოებრივი თემა , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE” ისაუბრა, რითაც სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც მან მოქალაქეებს შეკრებისკენ მოუწოდა.

ყაველაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს საზოგადოება სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს.

„სალომე ზურაბიშვილის ქმედება თეთრი ძაფით ნაკერია, სად მიჰყავს - სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. დღეს არალეგიტიმურად გამოაცხადა არჩევნებიც, თავისთავად ხელისუფლებაც არალეგიტიმურად ცხადდება. თავად თქვა კიდევაც, რომ მე სალომე ზურაბიშვილი კი არ ვარ, მე ვარ ინსტიტუცია, დაირქვა უკვე სახელი, რომ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციაა. რა თქვა - მსოფლიოს უნდა გავაგონოთ, რომ ჩვენ ვართ დღეს საქართველო, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები და მოუწოდა ყველას, რომ 7 საათზე მობრძანდით და დავიწყოთ თითქოს მშვიდობიანი აქცია. მე საქართველოს ხელისუფლებასაც მოვუწოდებ, ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრი, არავინ არავის აღარ მოეფერება, აქ არის სახელმწიფოებრივი თემა, ნებისმიერ გადაცდომაზე, არაკანონიერ ქმედებაზე იმიტომ, რომ უკან დასახევი გზა არავის აქვს. ჩვენ სამოქალაქო ომიც გამოვლილი გვაქვს, ურთიერთდაპირისპირება და შესწავლილი გვაქვს, იმიტომ ვერ მიაღწიეს ვერაფერს. საქართველოს საზოგადოება მომზადებულია, მაგრამ ფხიზლად უნდა ვიყოთ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში გავიმარჯვეთ“,-განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს დღეს 19:00 საათზე რუსთაველზე გამოსვლისკენ მოუწოდა.

„გვინდა მოგიწვიოთ 28 ოქტომბერს, 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს