მიხაილ როთი - ძვირფასო მეგობრებო საქართველოში, თავისუფლებასა და დემოკრატიას თქვენი მხარდაჭერა სჭირდება - ახლა სასოწარკვეთის ან უკან დახევის დრო არ არის

ძვირფასო მეგობრებო საქართველოში, თავისუფლებასა და დემოკრატიას თქვენი მხარდაჭერა სჭირდება, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი სოციალურ ქსელში წერს.

„ძვირფასო მეგობრებო საქართველოში, მესმის თქვენი იმედგაცრუება. მაგრამ ახლა სასოწარკვეთის ან უკან დახევის დრო არ არის. ევროკავშირმა და მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს თქვენი ხმა და დაინახოს თქვენი სახეები ქუჩებში. თავისუფლებასა და დემოკრატიას თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. ახლა. დარჩით მშვიდობიანად, არ შეშინდეთ და არ დანებდეთ“, - წერს მიხაილ როთი.

ამასთან მიხაილ როთი აღნიშნავს, რომ „ვისაც ორბანის მსგავსი მეგობრები ჰყავს, სრულიად დაკარგულია“.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს