ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა - თავიდან საქართველოს ნაწილი წაიღეს, შემდეგ პოლიტიკა შეცვალეს, ხელისუფლება შეცვალეს და ახლა პრორუსული ხელისუფლებაა, პრორუსული პოზიციებით

რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა, მათ საქართველოს თავისუფლება წაართვეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სკანდინავიური ქვეყნების გამოცემებთან ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს.

„უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა. თავიდან საქართველოს ნაწილი წაიღეს, შემდეგ პოლიტიკა შეცვალეს, ხელისუფლება შეცვალეს და ახლა პრორუსული ხელისუფლებაა, პრორუსული პოზიციებით. პუტინის წინააღმდეგ არანაირი სანქციები არ არის, საქართველოში ბევრი რუსია. მათი არჩევანი რუსეთთან მეგობრობაა, მათი არჩევანი ევროკავშირში გაწევრიანება არ არის. პოზიცია შეიცვალეს. დღეს რუსეთმა გაიმარჯვა. მათ საქართველოს თავისუფლება წაართვეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული განსხვავების შესახებაც ისაუბრა.

„ჩვენ უფრო მეტნი ვართ. ეს არის განსხვავება ჩვენსა და საქართველოს შორის, ჩვენ ბევრად უფრო მეტნი ვართ. ჩვენ უფრო დიდი მოსახლეობა გვყავს, უფრო მეტი მამაკაცი, რომელთაც რუსად ყოფნა არ სურდათ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში