ეკა ბესელია - გამოკითხვაზე მიწვევა ემსახურება იმას, რომ საზოგადოებას აჩვენონ პრეზიდენტის მიმართ ძალის დემონსტრირება - იაფფასიან მუქარებს თავი დაანებონ, თურმე პრეზიდენტს შეფასების უფლებაც არ აქვს

პრეზიდენტს, რომ ეგრძნო ან ჩაეთვალა, რომ პროკურატურას ნამდვილად აქვს სურვილი ამ [გაყალბების] ფაქტების გამოძიების, რაზეც საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებს, შეიძლება სხვაგვარადაც მოქცეულიყო , - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

როგორც ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში არ შეიძლება მისი დაკავება ან პასუხისგებაში მიცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის არჩევანია მივა თუ არა გამოკითხვაზე პროკურატურაში ან მაგისტრანტ მოსამართლესთან.

„პრეზიდენტის გამოკითხვაზე მიწვევა ემსახურება ორ რამეს: ერთი ის, რომ საზოგადოებას აჩვენონ პრეზიდენტის მიმართ ძალის დემონსტრირება. მეორე მხრივ, სრულად დაცლილია სამართლებრივი პროცესისგან და არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი. პრეზიდენტმა ძალიან კარგი ჟესტი გააკეთა, საჯაროდ აჩვენა ფაქტი, რომელიც აშკარად აჩვენებს დანაშაულის ნიშნებს. ეს არის მცირე ნაწილი იმ ფაქტებისა, რომელიც არსებობს. პრეზიდენტმა პროკურატურას მიუთითა - თუ გინდა გამოიძიოთ, აგერ არის ფაქტებიო.

პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციური პრივილეგია - ეს არის კონსტიტუციური დაცვა, რაც გულისხმობს იმას, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში არ შეიძლება მისი დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის არჩევანია მივა თუ არა პროკურატურაში ან მაგისტრანტ მოსამართლესთან. რომ არ მივა და რატომ არ მივა ეს უკვე განაცხადა. ეს არის მისი სამართლებრივი პოზიცია, ამაზე პრეზიდენტს პასუხს არავინ მოსთხოვს“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის მისამართით მუქარებს თავი უნდა დაანებოს.

„იაფფასიან მუქარებს თავი დაანებონ. თუ ვინმეს პასუხისგება დადგება, დადგება იმ ადამიანების, ვინც ამ არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობდნენ. რაც შეეხება პრეზიდენტს, თურმე შეფასების უფლებაც არ აქვს. ხომ ჰგონიათ, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება ვინმეს მიულოცოს, შეხვდეს ევროპელ ლიდერს, იფიქროს საქართველოს ევროინტეგრაციის ხელშეწყობაზე, ახლა თურმე როგორ შეუძლია არჩევნების შეფასება. სადამდე მიდის ამათი ფანტაზია. ასეთი წარმოუდგენელი განცხადებებით, მართლა გააოგნეს მთელი ცივილიზებული სამყარო.

როდესაც პრეზიდენტი შეფასებას აკეთებდა, სხვათა შორის, იგივე შეფასება აქვს ეუთო/ოდირს, იგივე თქვეს NDI-ის და IRI-ის სადამკვირვებლო მისიებმა, იგივე გაიმეორა ჯოზეფ ბორელმა, იგივე თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა. მოდი, ყველა დაიბარონ პროკურატურაში“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე შეფასებით, პროკურატურის მიზანია გამოძიების ფორმალურად დაწყება.

„პროკურატურის დღევანდელმა განცხადებამ, კიდევ უფრო მეტად გააჩინა უნდობლობის განცდა და ის, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი და არა სამართლებრივი. ფორმალურად სურთ გამოძიების დაწყება, მაგრამ საფუძველს რომ ჩახედავ, რომ გამოძიების დაწყება ცესკოს მიმართვის საფუძველზე ხდება და არა საჯაროდ გავრცელებული კანონდარღვევების ფაქტზე, უკვე ჩანს რა არის მოტივი და შინაარსი“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში