ანა დოლიძე - ევროკავშირის კომისიამ გადაწყვიტა, გაფართოებასთან დაკავშირებით საქართველოსთან მოლაპარაკებები არ გააგრძელოს - ყველა შანსი, რომელიც ხელისუფლებას ჰქონდა, დაკარგა

გუშინ ევროკავშირის კომისიამ გადაწყვიტა, გაფართოებასთან დაკავშირებით საქართველოსთან მოლაპარაკებები არ გააგრძელოს. საქართველო აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად იმ ქვეყნების სიაში იყო, რომელთანაც გაფართოების პროცესი მიმდინარეობადა. თუმცა გუშინ ეს პროცესი და მოლაპარაკებები შეჩერდა, უხეში დარღვევებით, სრული ტერორით, ადამიანების დაშინების და გაყალბების ფონზე ჩატარებული არჩევნების გამო, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს არაერთხელ უთქვამთ, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირთან დაახლოებისა და ევროკავშირთან გაწევრიანების შანსი ნულს უტოლდება.

„ეს იმ პირობებში, როდესაც სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე, მათ არამხოლოდ გაეხსნათ მოლაპარაკებები, არამედ გადავიდნენ ევროკავშირიდან დახმარებების ახალ ეტაპზე, ასეთია, მაგალითად, ალბანეთი, რომლებმაც რამდენიმე მილიარდიანი დახმარება მიიღო.

სამწუხაროდ, დადასტურდა, რომ საქართველო ამ ქვეყნების მიღმა დარჩა და რომ მისი ევროპული განვითარების პერსპექტივა ამ ეტაპზე შეჩერდა. იმის გამო, რომ ყველა შანსი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა - დაკარგა. მანამდე რეკომენდაციებში ითქვა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა და გარემო უნდა გამოსწორდეს, არაფერ ეს არ მოხდა, არჩევნები უხეში დარღვევებით ჩატარდა, შესაბამისად, ჩვენი მოლაპარაკებები შეჩერებულია.

რა ენაზე უნდა უთხრან „ქართულ ოცნებას“ და ქართველ ხალხს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში შანსი ევროკავშირთან დაახლოების და ჩვენი ევროკავშირთან გაწევრიანების ნულს უტოლდება?!

ჩვენი ამოცანაა, ბოლომდე მივიყვანოთ საერთაშორისო არაღიარება იმ მახინჯი არჩევნებისა, რომელიც ვიხილეთ, რომლის მიხედვითაც, საქართველო მოსახლეობის უმრავლესობის ნება, ხელისუფლებამ უბრალოდ ჩაიჯიბა და მიიტაცა, რუსული სპეცსამსახურები დახმარებითა და მხარდაჭერით.

„ქართული ოცნების“ ქმედების შედეგად, ჩვენი შვილები დაისაჯნენ, იმის გამო, რომ რუსებმა გადაწყვიტეს საბოლოოდ გაიფორმონ ეს ქვეყანა. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის, ჩვენ არ ვართ ცხვირს ფარა, რომელსაც არჩევნებზე მირეკავ და ციფრებს დაწერ.

მოხარული ვართ, რომ ამ ბრძოლის მთავარი ქომაგი და ლიდერი სალომე ზურაბიშვილია და საერთაშორისო საზოგადოება ადასტურებს ქართველი ხალხის სუვერენულ ნებას და არჩევანს, რომ ჩვენ პროევროპული მისწრაფებების ერი ვართ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია