თინა ბოკუჩავა - უტყუარი, დადასტურებული ფაქტია, რომ ბიულეტენებზე ხილვადი იყო ამომრჩევლის გაკეთებული არჩევანი და დარღვეული იყო კონსტიტუციური ფარულობის პრინციპი, ეს ითვალისწინებს არჩევნების შედეგების გაუქმებას

უტყუარი და დადასტურებული ფაქტია, რომ ყველა ბიულეტენზე ტოტალურად ხილვადი იყო ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი და დარღვეული იყო კონსტიტუციური ფარულობის პრინციპი - რაც ითვალისწინებს ერთადერთ სამართლებრივ შედეგს - არჩევნების შედეგების გაუქმებას. შესაბამისად, მოვითხოვთ არჩევნების შედეგების დაუყოვნებლივ გაუქმებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ფარულობის და თავისუფალი ნების პრინციპი,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო მანიპულაციებით ყველაზე მეტი ხმა ამ არჩევნებში „ივანიშვილმა რუსული სპეცოპერაციით მოპარა „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას”.

„ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩატარებული რუსული სპეცოპერაციის მთავარმა თანამონაწილემ, ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გუშინ აღიარა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე დარღვეული იყო კონსტიტუციით გარანტირებული ფარულობის პრინციპი და ამით დაადასტურა, რომ არჩევნების შედეგები უნდა გაუქმდეს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ” ჯერ კიდევ 29 ოქტომბერს მიმართა ცესკოს არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით ყველა უბანზე, სადაც არჩევნები ჩატარდა ელექტრონული წესით - სწორედ ფარულობის დარღვევის საფუძველზე. ანალოგიური მოთხოვნით მიმართა ცესკოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ.

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” და საია-ს სარჩელებს ცესკო ეხმაურება კომიკური „ფეისბუქ“ პოსტით და საარჩევნო ბიულეტენის გრამებში ასახული წონითი მოცულობის მონაცემებით ცდილობს თავის გამართლებას.

ბატონო გიორგი, რამდენი გრამიც არ უნდა ყოფილიყო საარჩევნო ბიულეტენი - უტყუარი და დადასტურებული ფაქტია, რომ ყველა ბიულეტენზე ტოტალურად ხილვადი იყო ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი - და შესაბამისად, დარღვეული იყო უმთავრესი კონსტიტუციური ფარულობის პრინციპი - რაც ითვალისწინებს ერთადერთ სამართლებრივ შედეგს - არა ქაღალდის სისქეზე კომიკური პოსტების წერას, არამედ არჩევნების შედეგების გაუქმებას!

დამატებით დამამძიმებელ გარემოებად გვევლინება ფაქტი, რომ ხმის მიცემის აპარატების აბსოლუტურ უმრავლესობასთან დამონტაჟებული იყო კამერა, რომელიც აფიქსირებდა ბიულეტენის უკანა მხარეს გაჟონილი მარკერის სავსებით ხილვად კვალს. კიდევ ერთ დამამძიმებელ გარემოებად ფიქსირდება ფაქტი, რომ უშუალოდ ხმის მიცემის აპარატთან ყველა უბანზე იდგა “ქართული ოცნების” მიერ დანიშნული კომისიის წევრი, რომელიც კამერასთან ერთად აფიქსირებდა და აკონტროლებდა ამომრჩევლის არჩევანს. აღნიშნულს განსაკუთრებით აადვილებდა საარჩევნო სუბიექტების ნუმერაცია. ზეწოლის ქვეშ გაკეთებულ სახელისუფლებო არჩევანის დაფიქსირება აპარატთან მდგომი კომისიის „ქართული ოცნების” წევრის მიერ იყო უკიდურესად მარტივი, რადგან ბიულეტენის აპარატში მოთავსებისას, ცხადად ჩანდა ბიულეტენის ქვედა ნაწილში მარკერის სრულიად ხილვადი კვალი, მაშინ როცა ბარიერგადალახული ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო ნომერი იყო ბიულეტენის შუა ან ზედა ნაწილში. სხვა საარჩევნო მანიპულაციებით ყველაზე მეტი ხმა წაგვართვეს სწორედ ჩვენ - „ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას” და ეს კარგად იცის ჩვენმა ამომრჩეველმაც, რომელსაც მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. თუმცა დღეს ის არ არის მთავარი რომელ პარტიას რამდენი ხმა მოჰპარეს, როცა მოგვპარეს მთლიანად არჩევნები და არჩევნების უფლება.

ამის ყველაზე უტყუარი დასტური, რომელსაც დამატებითი გამოძიებაც არ სჭირდება არის ტოტალურად დარღვეული ფარულობის პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფის ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვას, გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, საარჩევნო კოდექსით და საერთაშორისო ნორმებით. შესაბამისად, მოვითხოვთ არჩევნების შედეგების დაუყოვნებლივ გაუქმებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ფარულობის და თავისუფალი ნების პრინციპი”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში