აჭარის უმაღლეს საბჭოში 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცედურები იწყება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცედურები იწყება. გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე უძღვებოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ბიუროს წევრებს, 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტისა და ბიუჯეტის შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის წარდგენისა და განხილვის პროცედურების შესახებ ინფორმაცია, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარუდგინა.

მისი განმარტებით, მთავრობის თავმჯდომარემ ბიუჯეტის პროექტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში წარმოადგინა, შესაბამისი მოხსენებებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ჯაბა ფუტკარაძე წარდგება. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

„ბიურომ ცნობად მიიღო 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვა. მომხსენებლის - მარინე გვიანიძის განცხადებით, საკითხი კომიტეტებმა განსაზღვრულ ვადებში განიხილეს, დასკვნების საფუძველზე მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები.

განხილვის პროცედურები იწყება 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვასთან დაკავშირებითაც. გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე ერთხმად მიიღეს. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს