თინა ბოკუჩავა - აუცილებელია ჩვენი აქტიურობა დემოკრატიის ყველაზე ძველი ფორმის, საპროტესტო მოძრაობის გამოყენებით - ბრძოლა და შრომა პარალელურ რეჟიმში არის ის, რითაც აუცილებლად დავიბრუნებთ გამარჯვებას

აუცილებელია ჩვენი აქტიურობა დემოკრატიის ყველაზე ძველი ფორმის, საპროტესტო მოძრაობის გამოყენებით, ამიტომ ბრძოლა და შრომა პარალელურ რეჟიმში არის ის, რითაც აუცილებლად დავიბრუნებთ გამარჯვებას, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ოპოზიციური პარტიების კონსულტაციის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარტიების ბრიფინგი გაიმართება, სადაც კონკრეტულ სამოქმედო გეგმას დააანონსებენ.

„როგორც არაერთხელ აღვნიშნე, შრომა და ბრძოლა პარალელურ პროცესში არის ის, რაც მოგვიტანს შედეგს. იცით, რომ დარღვევების კონსოლიდირებული ანგარიში შევიმუშავეთ ოპოზიციურმა პარტიებმა, ამაში ჩაიდო დიდი ძალისხმევა და შრომა. პარალელურ რეჟიმში აუცილებელია ჩვენი აქტიურობა დემოკრატიის ყველაზე ძველი ფორმის, საპროტესტო მოძრაობის გამოყენებით, ამიტომ ბრძოლა და შრომა პარალელურ რეჟიმში არის ის, რითაც აუცილებლად დავიბრუნებთ გამარჯვებას“,- აღნიშნა ბოკუჩავამ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს