ჩრდილოეთ ისრაელში, „ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა და 1 დაშავდა

ჩრდილოეთ ისრაელში, „ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა და 1 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაღუპულთაგან ერთი ისრაელის, ხოლო დანარჩენი ოთხი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტები ქალაქ მეტულასთან ახლოს მდებარე სასოფლო-სამეურნეო ზონაში ჩამოვარდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 30-მდე რაკეტა გაუშვა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა