ვახუშტი მენაბდე - ჩვენ არ გვაქვს სასამართლო, ეს იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს უჩივლო ბიძინა ივანიშვილთან - ახლა არის ჩვენი დრო, მოქალაქეებმა უნდა დავანახოთ ხელისუფლებას, რომ არ ვაპირებთ შევეგუოთ არჩევნების მოპარვას

არჩევნების ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი არის ნების თავისუფალი გამოვლენა და ფარულობა. ამ პრინციპების დარღვევა უკვე არჩევნების კანონიერებას აყენებს ეჭვქვეშ. გამოდის, რომ ეს არჩევნები არაკანონიერად ჩატარებულა ყველა იმ უბანზე, სადაც არჩევნები ჩატარდა ელექტრონულად, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ "პალიტრანიუსის" გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.

რაც შეეხება საჩივრების სასამართლოში გაგზავნას, როგორც მენაბდემ აღნიშნა, “ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს სასამართლო და ეს იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს უჩივლო ბიძინა ივანიშვილთან”.

“არჩევნების ჩატარება ხდება რაღაც პრინციპებზე დაყრდნობით. მათგან ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი არის ნების თავისუფალი გამოვლენა და ფარულობა. ეს ორი პრინციპი ერთმანეთთან კავშირშია. თუ მე ფარულად არ ვაძლევ ხმას, იქ არის ალბათობა იმისა, რომ არც თავისუფლად ვაძლევ ხმას. თუ ფარულობის პრინციპი ირღვევა, თავისუფალი ნების პრინციპიც ირღვევა.

სამართალი ამბობს, რომ არ არის პირდაპირი მტკიცებულება საჭირო იმისთვის, ფარულობამ გავლენა მოახდინა თუ არა თავისუფლებაზე. თუ დაირღვა ფარულობის პრინციპი, ესე იგი არჩევნები თავისუფალი არ ყოფილა. ეს არჩევნები არის მანიპულირებული და, შესაბამისად, ის არ არის ლეგალურად გამართლებული. ამ პრინციპების დარღვევა უკვე არჩევნების კანონიერებას აყენებს ეჭვქვეშ. გამოდის, რომ ეს არჩევნები არაკანონიერად ჩატარებულა ყველა იმ უბანზე, სადაც არჩევნები ჩატარდა ელექტრონულად, ამის მყარი მტკიცებულებები არსებობს და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს მტკიცებულებები მარტო მყარი კი არა, ძალიან მარტივიცაა იმიტომ, რომ ყველა ჩვენგანი იყო არჩევნებზე და დავინახეთ ბიულეტენზე, რომ მეორე მხარეს ჟონავდა.

ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს სასამართლო და ეს იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს უჩივლო ბიძინა ივანიშვილთან. იმედი არ მაქვს, რომ სასამართლო ამდენ თვალნათლივ მტკიცებულებას დაინახავს, ის თვალს დახუჭავს. ახლა არის ჩვენი დრო, მოქალაქეებმა უნდა დავიცვათ ეს და სასამართლო პროტესტით უნდა ვაიძულოთ, უნდა დავანახოთ ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ არჩევნების მოპარვას. ფაქტობრივად, ეს არის უზურპაცია ძალაუფლების იმიტომ, რომ არჩევნები ჩაატარეს არათავისუფალ და არაფარულ გარემოში და ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენეს, საბოლოო ჯამში მიუთითებს იმაზე, რომ ეს არჩევნები არაკანონიერია და თუ პარლამენტი შეიკრიბება, თუ მთავრობას აირჩევს, ეს პარლამენტი ჩვენთვის, როგორც მოქალაქეებისთვის არის უკანონო”, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია