როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან

,,გორმედის” სამედიცინო ცენტრს სულ ცოტა ხნის წინ ონკო-ჰემატოლოგიური მიმართულება დაემატა. კლინიკა პაციენტებს სთავაზობს ისეთ სამედიცინო სერვისს, რომელიც შიდა ქართლის მოსახლეობისთვის ამ დრომდე ხელმისაწვდომი არ იყო.

,,გორმედის სამედიცინო ცენტრში უკვე შესაძლებელია ონკოჰემატოლოგთან კონსულტაცია, სისხლის ღრმა ლაბორატორიული კვლევები და ონკოჰემატოლოგიური თუ ჰემატოლოგიური დაავადებების სრულყოფილი დიაგნოსტირებისთვის საჭირო ყველა მანიპულაციის ჩატარება.

საქართველოში და ზოგადად, მსოფლიოს მასშტაბით სისხლის დაავადებებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდება ანემია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 30% ანემიით არის დაავადებული.

- რა არის ანემია, რა სიმპტომებით მიმდინარეობს დაავადება და როდის უნდა მივმართოთ ჰემატოლოგს? ამ და სხვა კითხვებს ,,გორმედის” სამედიცინო ცენტრის ონკოჰემატოლოგი ირაკლი ბასილაძე პასუხობს.

- ანემია, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჰემატოლოგიური დაავადებაა, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენი ორგანიზმის ფუნქციონირებაზე. ეს არის დაავადება, როდესაც სისხლში ჰემოგლობინის დონე დაქვეითებულია. მისი გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაა – დაწყებული კვების დეფიციტით და ქრონიკული დაავადებებით, დამთავრებული სისხლის დაკარგვით. როცა სისხლში ჰემოგლობინის დონე დაბალია, ორგანიზმს უჭირს საკმარისი ჟანგბადის მიწოდება, რაც იწვევს დაღლილობას, სისუსტეს და ზოგჯერ ქოშინს.

ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელთანაც გვიწევს გამკლავება, რკინადეფიციტური ანემიაა. ეს მდგომარეობა, ძირითადად, რკინის დეფიციტით არის გამოწვეული, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს არასწორი კვებიდან, რკინის შეწოვის დარღვევიდან ან სისხლის დაკარგვიდან. რკინის დეფიციტის შედეგად ორგანიზმს უჭირს საკმარისი ჰემოგლობინის წარმოება, რაც იწვევს ერითროციტების ფუნქციის დაქვეითებას და ქსოვილებში ჟანგბადის ნაკლებობას. შედეგად, ადამიანი გრძნობს დაღლილობას, სისუსტეს, შრომისუნარიანობა და საერთო ჯანმრთელობის ხარისხი მცირდება. პაციენტებს ვურჩევთ, რომ დროულად მიაქციონ ყურადღება ამ სიმპტომებს და მიმართონ ჰემატოლოგს, რათა თავიდან აიცილონ გართულებები.

- განკურნებადია თუ არა რკინადეფიციტური ანემია?

- რკინადეფიციტური ანემიის პრევენცია და მკურნალობა ადვილად შესაძლებელია. პაციენტებს ვურჩევთ, რომ კვებაში ჩართონ რკინის შემცველი პროდუქტები, როგორიცაა წითელი ხორცი, ისპანახი და პარკოსნები. ზოგ შემთხვევაში კი საჭიროა სპეციალური პრეპარატები, რომელსაც ჰემატოლოგი დანიშნავს.

სხვა ტიპის ანემიების მკურნალობის შედეგებიც ხშირად დადებითია, განსაკუთრებით თუ ანემიის მიზეზი დროულად გამოვლინდა. მართალია, ზოგი ტიპის ანემია მუდმივად საჭიროებს მეთვალყურეობას, მაგალითად, გენეტიკური ანემიები, თუმცა რკინადეფიციტური ანემიისა და სხვა სახის ანემიებისგან განკურნება შესაძლებელია დროული და სწორად შერჩეული მკურნალობით.

- როგორ ხდება ანემიის დიაგნოსტიკა?

- პირველ რიგში, ვატარებთ სისხლის საერთო ანალიზს, რათა გამოვავლინოთ ჰემოგლობინის დონე და სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობა. დამატებით, თუ არსებობს საჭიროება, ვატარებთ ვიტამინების და მინერალების დონის კვლევებს. ამ მეთოდით ვადგენთ, თუ რასთან გვაქვს საქმე და რა მკურნალობის გზა იქნება ყველაზე ეფექტური.

- როგორ მიმდინარეობს ანემია ორსულებში და ბავშვებში?

- ორსულობისას ორგანიზმს გაცილებით მეტი რკინა და ფოლიუმის მჟავა სჭირდება. თუ ეს ნივთიერებები საკმარისად არ არის, ანემიამ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს როგორც დედის, ისე ნაყოფის განვითარებაზე. ბავშვებშიც ანემია მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს, რადგან ეს გავლენას ახდენს მათ ზრდასა და განვითარებაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია ორსულებში და ბავშვებში სისხლის ანალიზის რეგულარული მონიტორინგი და დროული მკურნალობა.

- როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ჰემატოლოგს?

- მუდმივი დაღლილობა, ქოშინი, ფერმკრთალი კანი, თავბრუსხვევა - ეს ის სიპტომებია, რომლის განვითარების შემთხვევაშიც პაციენტმა ჰემატოლოგთან ვიზიტი არ უნდა გადადოს. ასევე, პაციენტებს შევახსენებთ, რომ ჰემატოლოგიური კვლევები აუცილებელია ისეთი პათოლოგიების დიაგნოსტირებისთვის, როგორიცაა ლეიკოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, სისხლის შედედების დარღვევები, ასევე გაურკვეველი გენეზის ლიმფური კვანძების გადიდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა