ლონდა თოლორაია - პოლიტიკური ნება ამ საქმის გამოძიების არ არსებობს - არჩევნების გაყალბება დაიწყო ძალიან ადრე, დაგვირგვინება იყო კენჭისყრის დღე

პროკურატურა იძიებს არა არჩევნების გაყალბების საქმეს, არამედ იძიებს ცესკოს თხოვნით, არჩევნების არგაყალბების საქმეს, ეს არის ცესკოს მიერ გაცემული დავალება და სწორედ ამ საქმეს იძიებს პროკურატურა,- ამის შესახებ სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

რაც შეეხება თავად გამოკითხვის პროცესს, თოლორაიას თქმით, კითხვები შეეხებოდა მისიის საქმიანობას. ლონდა თოლორაიას განცხადებით, მან მიაწოდა ინფორმაცია არჩევნების გაყალბების შესახებ როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე უშუალოდ არჩევნების დღეს.

„რაც შეეხება დაკითხვის პროცესს, შეკითხვები შეეხებოდა სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას, მე მივაწოდე მათ ინფორმაცია, როგორ ხდებოდა არჩევნების გაყალბება როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე თავად კენჭისყრის დღეს, რა სქემით მუშაობდა ანუ ვისაუბრე იმაზე, რაზეც ჩვენ ამდენი ხანი საჯაროდ ვსაუბრობთ. რაც შეეხება მტკიცებულებებს, მტკიცებულებებია ასობით წარდგენილი საჩივარი ცესკოში, მტკიცებულებებია ასობით ვიდეო და ფოტოფაილი, რომელიც არის ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული, მტკიცებულებებია ასობით დამკვირვებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაბამისად, ნების არსებობის პირობებში, არჩევნების გაყალბება თვალსაჩინოა.

პოლიტიკური ნება ამ საქმის გამოძიების არ არსებობს. არჩევნების გაყალბება დაიწყო ძალიან ადრე, არჩევნების გაყალბების დაგვირგვინება იყო კენჭისყრის დღე. არჩევნები რომ ყალბდებოდა, ამაზე არაერთი განცხადება გავაკეთეთ, მათ შორის, ჩვენც და არაერთმა აქტორმა. სამწუხაროდ, არც ერთ ფაქტზე საგამოძიებო ორგანოებისგან არ გვახსოვს არანაირი რეაგირება. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პროკურატურამ დაიწყო რეაგირება, იყო ცესკოს მიმართვა, როდესაც ცესკოს შეექმნა დისკომფორტი თურმე არასამართლიანი თავდასხმების გამო და ამას იძიებს პროკურატურა - როგორ არ გაყალბდა ამ ქვეყანაში არჩევნები.“- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს