ვაკე-საბურთალოს საოლქო კომისიის შენობასთან ხმაურია

ვაკე-საბურთალოს საოლქო კომისიის შენობასთან ხმაურია. ადგილზე შეკრებილი პოლიტიკოსები და მოქალაქეები სხდომაზე დასწრებას ითხოვენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცავები არ აძლევენ.

როგორც „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე აცხადებს, კანონით სხდომა საჯაროა და მოქალაქეებს დასწრების უფლება აქვთ, თუმცა სამართალდამცავებმა „გაამაგრეს ქაჯეთის ციხე, რადგან უკანონობას სჩადიან".

„თქვენ პირდაპირ არღვევთ კანონმდებლობას. შეუშვით ხალხი! ჩვეულებრივი საჯარო წარმოებაა, მოქალაქეებს აქვთ უფლება დაესწრონ სხდომას. რა ოქმი უნდა შეაჯამონ პირწმინდად წააგეს თბილისი. გაყალბებული არჩევნები წააგეს. ეს არის სახელმწიფო უწყება? სხდომა არის საჯარო, ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს და უნდა შეუშვან მოქალაქეები. გაამაგრეს ქაჯეთის ციხე, რადგან უკანონობას სჩადიან", - განაცხადა ანა დოლიძემ.

დღეს საქართველოს მასშტაბით ყველა საოლქო კომისიაში სხდომაა ჩანიშნული, სადაც არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელი ოქმები უნდა დაიწეროს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში