ირაკლი კობახიძე - სისასტიკე, ადამიანის ღირსების უგულებელყოფა იყო წინა ხელისუფლების ხელწერა და როდესაც კონკრეტული უცხოელი ლიდერები მისტირიან ასეთ დანაშაულებრივ პოლიტიკურ პარტიას, ეს ძალიან მძიმედ მეტყველებს ამ ლიდერებზე

სისასტიკე, ადამიანის ღირსების სრული უგულებელყოფა, ადამიანის უფლებების სრული უგულებელყოფა, ეს იყო მათი [წინა ხელისუფლების] ხელწერა და დღეს, როდესაც კონკრეტული უცხოელი ლიდერები მისტირიან ასეთ დანაშაულებრივ პოლიტიკურ პარტიას, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმედ მეტყველებს ამ ლიდერებზე, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 2007 წლის 7-8 ნოემბრის მოვლენებს.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა და ახლაც დანაშაულებრივია მათი ოპოზიციური საქმიანობა.

„ყველამ იცის, რომ ეს არის დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა. დანაშაულებრივი იყო მათი 9-წლიანი საქმიანობა, როცა იყვნენ ხელისუფლებაში და დანაშაულებრივია, ასევე, მათი საქმიანობა ოპოზიციაში. რაც შეეხება 7-8 ნოემბრის მოვლენებს, ეს არის ერთ-ერთი შავი ლაქა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და ეს დღეები ცხადყოფს იმ დანაშაულებრივ ბუნებას, რომლითაც გამოირჩეოდა მაშინდელი რეჟიმი - ეს იყო სისასტიკე, ეს იყო ადამიანის ღირსების სრული უგულებელყოფა, ეს იყო ადამიანის უფლებების სრული უგულებელყოფა, ეს იყო მათი ხელწერა და დღეს, როდესაც კონკრეტული უცხოელი ლიდერები მისტირიან ასეთ დანაშაულებრივ პოლიტიკურ პარტიას, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმედ მეტყველებს ამ ლიდერებზე“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, 7-8 ნოემბრის მოვლენებიდან, როდესაც ოპოზიციის მიერ ორგანიზებული ანტისახელისუფლებო პროტესტის დარბევა მოხდა, 17 წელი გავიდა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს