რუსებმა ოდესას დრონებით დაარტყეს, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები

რუსებმა ოდესას დრონებით დაარტყეს, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დღეს ღამით რუსულმა ძალებმა დრონების გამოყენებით ოდესას შეუტიეს, რის შედეგადაც ქალაქში საცხოვრებელი კორპუსები, ადმინისტრაციული შენობები და ავტომობილები დაზიანდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ადამიანები არ დაშავებულან.

ამასთან, ქალაქის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა