თინა ბოკუჩავა აქციის მონაწილეებს - დღეს ევროპის გული სწორედ თბილისში ძგერს - დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გავაგონეთ მსოფლიოს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და არ დავთმობთ ევროპულ მომავალს

დღეს, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დაბრუნება გადის არჩევნების უფლების დაბრუნებაზე, უფლების, რომელიც ივანიშვილმა ჩამოგვართვა 26 ოქტომბერს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თინა ბოკუჩავას თქმით, დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს.

„დღეს ევროპის გული სწორედ აქ, თბილისში ძგერს. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გავაგონეთ მთელს მსოფლიოს, რომ საქართველოს ადგილი ნამდვილად ევროპაშია. თქვენ დღეს თქვენი აქ ყოფნით კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ევროპულ მომავალს.

ჩვენი ერთიანობით აუცილებლად დავიბრუნებთ ევროპულ მომავალს და მივიღებთ ახალ არჩევნებს. დღეს, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დაბრუნება გადის სწორედ არჩევნების უფლების დაბრუნებაზე. უფლების, რომელიც ივანიშვილმა ჩამოგვართვა 26 ოქტომბერს.

დღეს ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად კიდევ ერთხელ გავაგონოთ ხმა ივანიშვილს, რომ ჩვენ ვიცით, სად არის ძალა, ძალა ერთობაშია და ძალა ევროპაშია“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს