კახა კალაძე - მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა ვერ მივიღეთ, არ გამოვრიცხავთ დავიწყოთ მუშაობა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში მყოფმა პირებმა პასუხი აგონ

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კონსტიტუციური უმრავლესობა ვერ მივიღეთ, არ გამოვრიცხავთ დავიწყოთ მუშაობა იმისთვის, რომ ყველა იმ ადამიანმა აგოს პასუხი, რომელსაც ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი, ვინც წარმოადგენდა „ნაციონალურ მოძრაობას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა მიიღოს, რომელიც უამრავი არსებობს.

„[„ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის აკრძალვაზე] ამაზე ჩვენ კამპანიის დროს გავაკეთეთ განცხადება. მნიშვნელოვანი იყო კონსტიტუციური უმრავლესობის მიღება. იყო მთელი რიგი გეგმები და გადასადგმელი ნაბიჯები. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კონსტიტუციური უმრავლესობა ვერ მივიღეთ, არ გამოვრიცხავთ დავიწყოთ მუშაობა იმისთვის, რომ ყველა იმ ადამიანმა აგოს პასუხი, რომელსაც ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი, ვინც წარმოადგენდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ძალიან მძიმედ დაამახსოვრდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მათი ხელისუფლებაში ყოფნა. როგორ შეიძლება იყო ხელისუფალი და ექცეოდე შენი ქვეყნის მოსახლეობას ისე, როგორც ეს ადამიანები ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ექცეოდნენ. შესაბამისად, ყველას და ყველაფერს უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი. ცხადია, ამას სჭირდება მტკიცებულებები, რომელიც უამრავი არსებობს. შესაბამისად, საბოლოო ჯამში, სასამართლოს მისაღები იქნება გადაწყვეტილება, იმ მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დაყრდნობით, თუმცა ჯერ დაველოდოთ ჩვენი მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციური პარტიების გაუქმების გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე მიიღოს.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა