რუსეთის პროკურატურამ საქართველოს  ორი მოქალაქის წინააღმდეგ საქმე დონეცკის ე.წ. სასამართლოს გადასცა

რუსეთის გენერალური პროკურატურა უკრაინის მხარეს მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის წინააღმდეგ საქმეებს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

კერძოდ, მათი ცნობით, საქართველოს მოქალაქეების - ლადო გამსახურდიასა და ქართლოს რუსიტაშვილის - წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ე.წ. “პროკურატურა” განიხილავს.

რუსეთის გენპროკურატურა ქართველ მებრძოლებს “დაქირავებულ მებრძოლებად” მოიხსენიებს.

მათი ცნობით, გამსახურდია და რუსიტაშვილი 2022 წლიდან 2024 წლამდე ნებაყოფლობით გაწევრიანდნენ “ქართულ ეროვნულ ლეგიონში” როგორც “დაქირავებული მებრძოლები” და საბრძოლო ქმედებებში უკრაინის მხარეს იღებდნენ მონაწილეობას. გარდა ამისა, რუსეთის გენპროკურატურა გამსახურდიას “დაქირავებული მებრძოლების” რეკრუტირებასა და მომზადებაშიც სდებს ბრალს.

ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ე.წ. “უმაღლეს სასამართლოს” გადაეცა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე