ანა დოლიძე - ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოში ჩამოვიდეს საერთაშორისო გამოძიება, რომელსაც შეუძლია სასწრაფოდ ამოიღოს მტკიცებულებები

ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოში ჩამოვიდეს საერთაშორისო გამოძიება, რომელსაც შეუძლია სასწრაფოდ ამოიღოს მტკიცებულებები, - ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე საერთაშორისო გამოძიებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საერთაშორისო გამოძიებას შეუძლია დაუყოვნებლივ მოითხოვოს ყველა მტკიცებულებების ამოღება და შესწავლა.

“საერთაშორისო გამოძიება შესაძლებელია. ამის ბევრი საშუალება არსებობს და ჩვენ, ,,ძლიერი საქართველო” ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩამოვიდეს საერთაშორისო გამოძიება. სწორედ მას შეუძლია დაუყოვნებლივ მოითხოვოს ყველა მტკიცებულებების ამოღება და შესწავლა. მათ შორის, ეს იქნება აპარატები თუ სხვა მტკიცებულება, მასვე შეუძლია დაკითხოს ყველა პირი და მოწმე, რომელსაც შემხებლობა ჰქონდა არჩევნების გაყალბებასთან.

საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და შესაბამისად, გვაქვს ის ურთიერთობა, რომ საქართველოში ეს მისია ჩამოვიდეს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეს დროულად განხორციელდეს,“- წერს ანა დოლიძე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე