ეკა გიგაური - მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტმა მოისმინოს ის ფაქტები და ისტორიები, რომლებიც დამკვირვებლებს გადახდათ

როდესაც ჩვენ ვაკეთებდით განცხადებებს საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, წარმოვადგენდით დამკვირვებლებს, ამიტომ, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტმა მოისმინოს ის ფაქტები, ის ისტორიები, რომლებიც მათ გადახდათ, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა სადამკვირვებლო ორგანიზაციების პრეზიდენტთან საჯარო შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ეკა გიგაურმა სალომე ზურაბიშვილს დამკვირველებთან შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს პრეზიდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოისმინოს ის ისტორიები, რომლებიც გადახდათ ჩვენს დამკვირვებლებს. ისინი მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ საარჩევნო უბნებზე, აგროვებდნენ მტკიცებულებებს და არიან ის ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი ნახეს. როდესაც ჩვენ ვაკეთებდით განცხადებებს საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, წარმოვადგენდით ამ ადამიანებს, ამიტომ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტმა მოისმინოს ის ფაქტები, ის ისტორიები, რომლებიც მათ გადახდათ“, - განაცხადა გიგაურმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს