ირაკლი ქადაგიშვილი - სამწუხაროა, რომ 34 წლის განმავლობაში, ევროკავშირის მხრიდან რეალური ინვესტირება 100 მილიონზე მეტი არაა - საქართველოს არაფერი დააკლდება, რადგან მთელი რიგი საკითხებით ევროკავშირის ბევრ ქვეყანაზე წინაა

ამ 100 მილიონის სხვაგან გადასროლა სახელმწიფოს ფუნქციონირებაში არავითარ შეფერხებას არ გამოიწვევს - საქართველოს არაფერი დააკლდება, რადგან მთელი რიგი საკითხებით ევროკავშირის ბევრ ქვეყანაზე წინ არის! - ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს, რომლის განცხადებით, ევროკავშირის ფინანსური დახმარება სახელმწიფო უწყებების ნაცვლად, შესაძლოა, სამოქალაქო საზოგადოებამ მიიღოს.

როგორც ქადაგიშვილმა განმარტა, „ამ 100 მილიონის სხვაგან გადასროლა სახელმწიფოს ფუნქციონირებაში არავითარ შეფერხებას არ გამოიწვევს და არც ერთ პენსიონერს, პოლიციელს, სამხედროს, სოციალურად დაუცველს ერთი თეთრი არ მოაკლდება“.

„სამწუხაროა, რომ 34 წლის განმავლობაში, ევროკავშირის მხრიდან საქართველოში რეალური ინვესტირება 100 მილიონზე მეტი არ არის. ეს იმ ფონზე, როცა საქართველოს ბიუჯეტი 28 მილიარდია. საქართველოს მთავრობა როგორც 28 მილიარდს, ასევე ამ 100 მილიონს აბსოლუტურად გამჭვირვალედ ხარჯავდა. საინტერესოა, ბატონი ბარელი ფიქრობს, რომ არასამთავროებო ორგანიზაციებმა ეს 100 მილიონი ისევე გამჭვირვალედ უნდა დახარჯონ, როგორც საქართველოს მთავრობა ხარჯავს, თუ „შავ ფულად" უნდა იქცეს?!

ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, რაზეც პასუხი გვაინტერესებს!

გასაგებია, რომ მათ არც იმის თქმა შეუძლიათ, რომ არჩევნები არ შედგა, რადგან არჩევნები შედგა და ძალიან კარგად იციან. უნდათ, რომ ამ მდგომარეობიდან რაღაცნაირად ნელ-ნელა გამოვიდნენ. გამოძიება პროკურატურაშიც დასრულდება და მის შედეგებსაც იხილავენ. გამომდინარე აქედან, საქართველოს სამართლიან გზას ვერავინ გააჩერებს.

ევროკავშირის რიგი წარმომადგენლები კანონის, ევროკავშირის, დემოკრატიის პრინციპების დარღვევით ოპოზიციის სასარგებლოდ წინასაარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართული. ასეთი ქმედება საერთაშორისო დონეზე, საერთაშორისო პრაქტიკაში იმიტომ არის აკრძალული, რომ შემდგომში მიღებული დამარცხება საკუთარ დამარცხებად აღიქმება, ხოლო საკუთარ დამარცხებას სახელმწიფოებს შორის პოლიტიკურ ურთიერთობაში თარგმნიან.

ეს პრაქტიკა დაარღვიეს და ახლა საკუთარ თავს ასეთ უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ!“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე