ზურაბ ჯაფარიძე აქციის მონაწილეებს - შეუძლებელია, კუნთებმა მოუგოს თავისუფლებასა და რწმენას, ამიტომ არ გაჩერდეთ, თქვენ ხართ ამ ქვეყანაში თავისუფლების ბოლო ბასტიონი

თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დარჩენილია ამ ქვეყანაში და ჯერ კიდევ აქვს ეს რწმენა, რომ აქედან რაღაც გამოვა, თქვენ ხართ ის ხალხი, რომელსაც სჯერა თავისუფლების, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯაფარიძემ აქციის მონაწილეებს მიმართა და უთხრა, რომ ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, დღეს არის პასუხისმგებელი იმაზე, სად წავა ქვეყანა.

“ისეთი დრო არის, ისეთი ცხადია, სად არის თეთრი, სად არის შავი და სად არის სიკეთე, სად არის ბოროტება… რაღაცნაირად, ისეთი დრო დაგვიდგა, მორალური სიცხადის მომენტია და იმ ხალხს, ვინც დღეს პასიურია, მინდა ვუთხრა, რომ არ არსებობს დღეს სადღაც შუაში დგომა. თუ ხართ პასიური, ხართ სისტემის მხარეს - მოგწონთ თუ არ მოგწონთ. მნიშვნელობა არ აქვს საერთოდ არაფერს, ან ხარ აქეთ მხარეს და იბრძვი ან თუ ხარ პასიური, სისტემას ეხმარები შენი პასიურობით, სხვა არჩევანი უბრალოდ არ არსებობს. ეგ ილუზია არავის ჰქონდეს, რომ მე სადღაც ჩემთვის ვიქნები, გავაგრძელებ ცხოვრებას და არაფერზე პასუხისმგებლობა არ მექნება. თითოეული მოქალაქე, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, დღეს არის პასუხისმგებელი იმაზე, სად წავა ეს ქვეყანა და რა ქვეყანას დავუტოვებთ ჩვენს შვილებს, თუ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა ამ ქვეყანაში გააგრძელონ ცხოვრება. ამიტომ, არჩევანი არის სულ ორი - ან ხარ აქტიური და იბრძვი ან ეხმარები სისტემას შენი პასიურობით.

დღეს დილით აქ ძალიან ბევრი პოლიციელი იყო და, საბოლოო ჯამში, რომ დაფიქრდეთ, რასა და რას შორის არის ბრძოლა, თქვენ გაქვთ რწმენა, რომ ამ ქვეყანაში რაღაც კარგი შეიძლება გამოვიდეს, ბევრმა დაკარგა ეს რწმენა, ბევრი ამიტომ წავიდა ამ ქვეყნიდან, განა იმიტომ, რომ პოლიტიკოსების რწმენა დაკარგა, ხალხისა და ამ ქვეყნის რწმენა დაკარგა, რომ აქედან რამე გამოვა. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დარჩენილია ამ ქვეყანაში და ჯერ კიდევ აქვს ეს რწმენა, რომ აქედან რაღაც გამოვა, თქვენ ხართ ის ხალხი, რომელსაც სჯერა თავისუფლების. აქეთ მხარეს არის ეს რწმენა და თავისუფლება, მეორე მხარეს არის მარტო შინაარსისგან დაცლილი კუნთები და პრემიები. შეუძლებელია, კუნთებმა მოუგოს თავისუფლებასა და რწმენას, ამიტომ, არ გაჩერდეთ, თქვენ ხართ ბოლო ბასტიონი თავისუფლების ამ ქვეყანაში!” - მიმართა ზურაბ ჯაფარიძემ აქციის მონაწილეებს.

რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის