თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში და TIKA-ს თბილისის კოორდინატორი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ბსუ-ს სტუმრობდნენ

თურქეთის ახლად დანიშნული გენერალური კონსული ბათუმში ადნან ალთაი ალთინორსი და TIKA-ს თბილისის კოორდინატორი ზეინებ ბაირაქი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ბსუ-ს სტუმრობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან მერაბ ხალვაშთან გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

“მერაბ ხალვაშმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელს თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 101 წელი მიულოცა, ხაზი გაუსვა თურქეთის უნივერსიტეტებთან განხორციელებულ წარმატებულ თანამშრომლობას და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ისტორია, საგანმანათლებლო პროგრამები და საუნივერსიტეტო ცხოვრება გააცნო.

შეხვედრაზე ერთობლივი გაცვლითი პროექტების და ინსტიტუციური პროექტების განხორციელება დაიგეგმა. სტუმრებმა დასასრულს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ქართველოლოგიის ცენტრში ისტორიულ სამხრეთ საქართველოს შესახებ გამოცემული მონოგრაფიები დაათვალიერეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თეონა ბერიძე და სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი მარინე გიორგაძე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა