ვოლოდიმირ ზელენსკიმ 34 მოქალაქეს, მათ შორის, უკრაინის ყოფილ პრემიერს, სახალხო დეპუტატებს, პროკურორებსა და რუს მომღერლებს სახელმწიფო ჯილდოები ჩამოართვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინის 34 მოღალატისთვის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევის შესახებ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული განკარგულებით ზელენსკიმ აამოქმედა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება უკრაინის მოღალატეებისთვის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევის შესახებ.

სია მოიცავს ყოფილ თანამდებობის პირებს, მათ შორის: სახალხო დეპუტატებს, უსაფრთხოების სამსახურისა და გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელებს, პროკურორებს, ასევე ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, რუს პოლიტიკურ, რელიგიურ და კულტურის სფეროს მოღვაწეებს. უკრაინის სახელმწიფო ჯილდოები ყველა მათგანს განუსაზღვრელი ვადით ჩამოერთვა.

იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც უკრაინის სახელმწიფო ჯილდოს გარეშე დარჩნენ არიან: უკრაინის ყოფილი სახალხო დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი და უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიკოლა აზაროვი.

ამასთან, სახელმწიფო ჯილდოები ჩამოერთვათ რუს მომღერლებს: ნიკოლაი ბასკოვს, ფილიპ კირკოროვს, ალექსანდრე მალინინს, რუს კომპოზიტორს იგორ კრუტოის, ასევე მომღერლებს ანი ლორაკსა და ტაისია პოვალის.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს