გარდაბანში წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, მოადგილე ფუად მირზოევთან და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურთან ერთად, გარდაბნის კულტურის სახლში, პროგრამა "ჩემი პირველი კომპიუტერის" ფარგლებში, 2023-2024 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებულ გარდაბნელ მოსწავლეებს პერსონალური კომპიუტერები საზეიმო ვითარებაში გადასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პროგრამას, რომლის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და სკოლებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერებას წარმოადგენს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან ერთად უკვე 16 წელია წარმატებით ახორციელებს.

“წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პერსონალური კომპიუტერი, 72 წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცა, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს.

ღონისძიებას, გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საჯარო სკოლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების რიცხვი მზარდია და დინამიკა წლიდან-წლამდე უმჯობესდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს