დავით სონღულაშვილი - მინისტრის ამპლუაში აქტიურად ვითანამშრომლებ როგორც კერძო სექტორთან, ასევე, პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან, რადგან დასახული მიზნები შევასრულოთ

დიდი მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ამ უზარმაზარი ნდობისთვის - ეს უდიდესი პატივი და ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დასახული მიზნების შესასრულებლად, მინისტრის ამპლუაში აქტიურად ითანამშრომლებს როგორც კერძო სექტორთან, ასევე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან.

„დიდი მადლობა ბატონი პრემიერო, დიდი მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ამ უზარმაზარი ნდობისთვის. ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი პატივია და აგრეთვე, ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობა და გამოწვევა. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ოთარ შამუგიას. გვქონდა შესაძლებლობა, ჩვენ გვეთანამშრომლა პარლამენტიდან ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. პარლამენტში ყოფნის დროს მქონდა შესაძლებლობა, ჩვენ გუნდთან ერთად, ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განგვეხორციელებინა, რამაც თავისთავად, ცხადია, წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში და ეკონომიკურ წინსვლაში. მინისტრის პორტფელით გავაგრძელებთ იმ დაწყებულ რეფორმებს და აგრეთვე დავიწყებთ იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც აუცილებელია გაცხადებული მიზნების მისაღწევად. მინისტრის ამპლუაში, რა თქმა უნდა, აქტიურად ვითანამშრომლებ როგორც კერძო სექტორთან, ასევე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან, რადგან დასახული მიზნები შევასრულოთ. წარმატებები მინდა ვუსურვო მე-11 მოწვევის პარლამენტს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ,“ - განაცხადა სონღულაშვილმა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია