ურუგვაის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე-ცენტრისტული ოპოზიციის კანდიდატმა, იამანდუ ორსიმ გაიმარჯვა

ურუგვაის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე-ცენტრისტული ოპოზიციის კანდიდატმა, იამანდუ ორსიმ გაიმარჯვა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, ურუგვაიში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში იამანდუ ორსიმ ამომრჩეველთა ხმების 49.81% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, მემარჯვენე-ცენტრისტული მმართველი კოალიციის კანდიდატმა, ალვარო დელგადომ 45,90% დააგროვა.

„თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის ქვეყანამ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა“, - განაცხადა ორსიმ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.

57 წლის იამანდუ ორსი ყოფილი მასწავლებელი და ქალაქ კანელონესის ყოფილი მერია.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს