ელენე ხოშტარია - ყველაფერი დაიდება გამარჯვებისთვის, კრიტიკა მხოლოდ დამხმარეა - საქართველო არც რუსეთია და არც ბელარუსი, საქართველო ევროპაა და კეთილს ვინებებთ და გავიმარჯვებთ

ყველაფერი დაიდება გამარჯვებისთვის, თქვენი კრიტიკა მხოლოდ დამხმარეა. საქართველო არც რუსეთია და არც ბელარუსი, საქართველო ევროპაა და კეთილს ვინებებთ და გავიმარჯვებთ, -ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ოპოზიციის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება.

როგორც ხოშტარია წერს, პირადად, სრულიად შედეგზე ორიენტირებული და გამარჯვებისთვის არის განწყობილი.

„როცა გამძლეობაზე ვლაპარაკობთ, უპირველეს ყოვლისა ღამის გათენების გამძლეობა კი არაა, შეცდომების მიღება, გამოსწორება, კრიტიკის ატანა, როცა რაღაც არ გამოდის ფეხზე ადგომა და წინ წასვლაა. რეჟიმთან ბრძოლაში ეს გამძლეობა გადამწყვეტია.

პარლამენტის შეკრების დღე რომ ადვილი არ იქნებოდა ეს სრულიად მოსალოდნელი და ლოგიკური იყო, თუმცა არაა ეს პარლამენტი და პირველ რიგში, ეს მართლა უნდა დავიჯეროთ.

შეამჩნევდით, არავინ ამბობდა არ ჩავატარებინებთ, ან რამე ილუზორულ ამოცანებს არ ვისახავდით. აუცილებელი იყო პროტესტის დაფიქსირება, ეს არ იყო და არ არის გადამწყვეტი მომენტი.

რაც შეეხება ჩვენ კრიტიკას, ზოგს სამართლიანს და ზოგს უსამართლოს, მხოლოდ მაშინ შევდგებით საზოგადოებად და მხოლოდ მაშინ შევქმნით პოლიტიკურ პროცესს, როდესაც პოლიტიკოსები ამ კრიტიკას მშვიდად, არგუმენტირებულად და გულისყურით მივიღებთ.

შეცდომები გვაქვს ამ პროცესში, პირველი კომუნიკაციის ქაოსია, ბევრი სხვაც, მაგრამ ჩემგან პირადად მინდა გითხრათ, რომ არათუ დაბნეული, დაღლილი, უიმედო ან რამე მსგავსი, სრულიად შედეგზე ორიენტირებული და გამარჯვებისთვის განწყობილი ვარ. როდესაც ხალხი გენდობა და ხმას გაძლევს (მოსწონხარ და იმიტომ, თუ იძულებულია), ამაზე დიდი პასუხისმგებლობა და ენერგიაც, თუ გნებავთ, არ არსებობს.

ყველაფერი დაიდება გამარჯვებისთვის, თქვენი კრიტიკა მხოლოდ დამხმარეა. საქართველო არც რუსეთია და არც ბელორუსი, საქართველო ევროპაა და კეთილს ვინებებთ და გავიმარჯვებთ.

ყველას გირჩევთ, ვაცლავ ჰაველის power of the powerless წაიკითხოთ, ბევრ კითხვაზეა იქ პასუხი”, - წერს ელენე ხოშტარია „ფეისბუქზე“.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს