ჩინეთის საგარეო უწყება 10%-იანი ტარიფის დაწესების შესახებ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე - სავაჭრო ომს ვერავინ მოიგებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩინეთიდან აშშ-ში შეტანილ პროდუქციაზე დამატებით 10%-იანი ტარიფის დაწესების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სავაჭრო ომს ვერავინ მოიგებს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„ჩინეთი არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველაზე მკაცრი და სრულყოფილი ნარკოპოლიტიკა მსოფლიოში. ფენტანილი, უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატების პრობლემაა“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთიდან იმპორტირებულ ყველა პროდუქტზე დამატებით, 10%-იანი ტარიფი დაწესდება მანამ, სანამ მისი მთავრობა ქვეყნიდან სინთეზური ოპიოიდური ფენტანილის კონტრაბანდას არ დაბლოკავს.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს