საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა GFC-ის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტმა ლევან ოღაძემ კადეტთა და ჭაბუკთა შორის პროფესიონალური კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირზე GFC-ის საჩემპიონო ტიტულისთვის 90+ კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ორგანიზაციის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ს ცნობით, კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირში, რომელიც ერევანში 22-24 ნოემბერს K1 ვერსიით გაიმართა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიკბოქსინგის გუნდ „სტუ-ს“ წევრმა, სტუდენტმა ლევან ოღაძემ მონაწილეობა პრესტიჟული ქართული საბრძოლო ორგანიზაცია GFC-ის ოფიციალური მიწვევის საფუძველზე მიიღო. საერთაშორისო ტურნირში, სხვადასხვა წონით კატეგორიაში, 200-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიკბოქსინგის ცენტრ „სტუ-ს“ ხელმძღვანელი და საუნივერსიტეტო გუნდის მწვრთნელი ლერი სუბელიანი აღნიშნავს, GFC-ის საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლაში ლევან ოღაძე ირანელ სპორტსმენს დაუპირისპირდა, მასთან სამი რაუნდი ჩაატარა, საბოლოო ჯამში, მოპოვებული ქულებით სძლია.

„საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა და გამარჯვება მრავალმხრივ მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო კიკბოქსინგის პოპულარიზაციისა და გუნდში ახალგაზრდების მოსაზიდად. მადლობას ვუხდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს კიკბოქსინგის და, ზოგადად, საუნივერსიტეტო სპორტის განვითარების სრული მხარდაჭერისთვის, რაც ჩვენს გუნდს დიდ მოტივაციას უქმნის კიდევ უფრო მეტი წარმატებისთვის“, - განაცხადა ლერი სუბელიანმა.

სტუ-ის ინფორმაციით, კიკბოქსინგის საუნივერსიტეტო გუნდი „სტუ“ რამდენიმე წელია აქტიურ წვრთნებს გადის. გუნდში 37 სტუდენტი ირიცხება, მათ შორის 12 სპორტსმენი აქტიურად მონაწილეობს როგორც ამხანაგურ შეხვედრებში, ისე ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს