ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრის პოსტზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს

იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, ასევე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, ანრი ოხანაშვილისთვის ნდობის გამოცხადებისა და სამთავრობო პროგრამისთვის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მიზნად ისახავს ძლიერი, სამართლიანი და ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობას, სადაც თითოეულ მოქალაქეს აქვს თანასწორი შესაძლებლობები და სახელმწიფო ინსტიტუტები ეფექტიანად და გამჭვირვალედ ემსახურებიან მათ.

მისი თქმით, ამ მიზნების მისაღწევად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქმიანობას რამდენიმე ძირითადი მიმართულებით გააგრძელებს.

„პირველი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება სამართალშემოქმედებითი საქმიანობა. ამ მიმართულებით ჩვენ დაგეგმილი გვაქვს საკანონმდებლო აქტების კოდიფიკაციის რეფორმა, მათ შორის, საუბარია „მიწის კოდექსის" შემუშავებაზე. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უკავშირდება კოდიფიკაციას, შეეხება ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიზნით კონკრეტულ საქმიანობას. კერძოდ, სამინისტრო პროაქტიულად განახორციელებს ევროკავშირის შესაბამისი სამართლებრივი აქტების იდენტიფიცირებას, ჰარმონიზაციას და მათთან დაახლოების პროცესის მონიტორინგს, უზრუნველყოფს სამართლებრივი დაახლოების შესახებ ინფორმაციის ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხვას", - აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, სამინისტროს საქმიანობის მეორე ძირითადი მიმართულება არის მოქალაქეებისათვის სერვისების უზრუნველყოფა, ხელმისაწვდომობა და ამ კუთხით, 2028 წლისთვის დაგეგმილია ყველა მუნიციპალიტეტში იუსტიციის სახლის მოქმედების არეალის სრულად დაფარვა. პრაქტიკულად, ამ მიმართულებით გაგრძელდება მობილური იუსტიციის სახელების პროექტიც. ასევე, დაგეგმილია სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა მობილური აპლიკაციის მეშვეობით.

„სამინისტრო განაგრძობს პენიტენციურ სისტემაში დანერგილი უმაღლესი სტანდარტების დაცვას და ასევე, იზრუნებს ამ სტანდარტების შემდგომ გაუმჯობესებაზე. ასევე, პრობაციის სამსახურის განვითარების კუთხით გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები. საუბარია შემდეგ საკითხებზე - გაგრძელდება და გაფართოვდება პენიტენციური დაწესებულებების მაღალი სტანდარტით მშენებლობის, კაპიტალური რემონტის, რეაბილიტაციის და აღჭურვის პროცესი. განახლდება მსჯავრდადებულთა და პრობაციონერთა სარეაბილიტაციო პროგრამები. ასევე, საჭიროების მიხედვით შემუშავდება ახალი პროგრამები და გაიზრდება პროგრამებში მსჯავრდადებულთა ჩართულობა", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, სამინისტროს საქმიანობის კიდევ ერთი ძირითადი მიმართულება იქნება წარმომადგენლობითი ფუნქცია უცხო ქვეყნების საერთაშორისო არბიტრაჟებსა და სასამართლოებში.

სიტყვით გამოსვლების შემდეგ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხეს.

კომიტეტების წევრებმა იუსტიციის მინისტრის პოსტზე ანრი ოხანაშვილის არჩევასა და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირეს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია