ენტონი ბლინკენი - მუდმივად მესმის უკრაინისთვის მტკიცე ევროპული მხარდაჭერის შესახებ, მჯერა, ეს ჩემს ქვეყანაშიც აისახება - იმაზე დაყრდნობით, რაც მესმის, მჯერა, რომ უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ

თეთრი სახლის ადმინისტრაცია გააგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ზრდას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა იტალიაში “დიდი შვიდეულის” ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“მუდმივად მესმის - რამდენიმე კვირის წინანდელ ნატოს შეხვედრებზე, “დიდი ოცეულის” შეხვედრებზე და განსაკუთრებით აქ, G7-ის შეხვედრაზე - უკრაინისთვის მტკიცე ევროპული მხარდაჭერის შესახებ. ასევე მჯერა, რომ ეს ჩემს ქვეყანაშიც აისახება, ვინაიდან, კონგრესის ორივე პალატაში ორპარტიული უმრავლესობა გვაქვს, რომელმაც მხარი დაუჭირა უკრაინისთვის დამატებით საბიუჯეტო დახმარებას.

ხედავთ ორპარტიულ მხარდაჭერას საზოგადოებაში, რომლებიც აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას… და იმაზე დაყრდნობით, რაც მესმის, მჯერა, რომ ამას [უკრაინის მხარდაჭერას] გავაგრძელებთ”, - განაცხადა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ თეთრი სახლის ახლანდელი ადმინისტრაცია თავისი ვადის ამოწურვამდე გააგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ზრდას.

“და ამ ადმინისტრაციის დარჩენილ ვადაში ჩვენ ვაპირებთ ყველაფერი შესაძლებელი გავაკეთოთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინას ჰქონდეს ყველაფერი საჭირო, რათა შეძლოს, თუ საჭირო იქნება, 2025 წელს ბრძოლა ან, თუ მოლაპარაკებები იქნება, მოლაპარაკებები აწარმოოს ძალის პოზიციიდან”, - განაცხადა ბლინკენმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს