„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა - პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებულ საკითხზე კონსულტაციები, ამ წუთებში, უმრავლესობის სხდომის ფორმატში იმართება

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებულ საკითხზე მსჯელობდნენ, დასრულდა.

ამ წუთებში ამავე საკითხზე კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის ფორმატში იმართება.

უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, 11:00 საათზე დაგეგმილია განცხადების გაკეთება.

ცნობისთვის, პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა. პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს - 29 დეკემბერს გაიმართება.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა